top of page
Image by Ochir-Erdene Oyunmedeg

მდგრადი განვითარების მიზნები

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ წარადგინა სამოქმედო გეგმა (იხილეთ რეზოლუცია - A/RES/70/1), რომლის მიზანი მსოფლიოში არსებულ მთავარ გამოწვევებთან ბრძოლა და მდგრადი განვითარების მიღწევაა. ის შედგება 17 მიზნისგან და 169 ამოცანისგან, რომლებიც უნდა შესრულდეს 2030 წლისთვის. აღნიშნულ გეგმას შეუერთდა მსოფლიოს 193 ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

ISO Consulting-ის პროფესიონალთა გუნდი ძალიან ამაყია, რადგან ჩვენი საქმიანობით შეგვაქვს წვლილი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში.

2023 წლის 5 ივლისს კომპანია ISO Consulting-ი გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN global compact) შეუერთდა. აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. ამავდროულად, გაერთიანება ხელს უწყობს მდგრადი განვითარების თითქმის ყველა მიზნის შესრულებას.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ISO სტანდარტები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. მაგალითად, მდგრადი განვითარების პირველი მიზნის შესრულებას ხელს უწყობს 382 საერთაშორისო ISO სტანდარტი, მეორე მიზნის შესრულებას - 584 საერთაშორისო ISO სტანდარტი და ა.შ.

ISO Consulting-მა დაარსების დღიდან ათობით ქართულ კომპანიას დაეხმარა ISO სტანდარტების დანერგვაში, რითიც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.

2012 წელს ISO Consulting გახდა ბრიტანული Lloyd’s-ის ოფიციალური პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზაციულ განვითარებას ტრენინგებისა და გამოცდილების გაზიარებით. LRQA-ს ტრენინგები ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული, აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ და საკუთარი წვლილი შეაქვთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში (მაგალითად, მიზანი 4 ხარისხიანი განათლება, მიზანი 8 ღირსებული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა).

bottom of page