ხარისხის მენეჯმენტი პროექტებისთვის
თავისუფალმა საბაზრო სივრცემ მსოფლიოს ბევრი ბენეფიტი მოუტანა - კონკურენციულ გარემოში კომპანიებს სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს შესთავაზონ მაღალი ხარისხის პროდუქტი თუ მომსახურება. ისინი ცდილობენ შექმნან ისეთი ღირებულებები, რომელსაც გაიზიარებენ მომხმარებლებიც, რაც არის გარანტი მათი წარმატებისა. სწორედ ასეთ მაღალი დონის ღირებულებებზეა დაფუძნებული მრავალი დიდი და ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია. თუმცა, სანამ ეს ღირებულება შეიქმნება, სანამ ახალი პროდუქტი თუ მომსახურება იხილავს მზის შუქს, მანამდე ის კომპანიის შეგნით გადის მრავალ პროცესს, ხოლო ამ პროცესების გამართულობა ან გაუმართავობა განსაზღვრავს რამდენად ფასეული გახდება პროდუქტი მყიდველისთვის. შესაბამისად, თანამედროვე კომპანიებისთცის მნიშვნელოვანია არსებობდეს ისეთი ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ახალ პროექტებზე მუშაობისას მნიშვნელოვნად გაიზრდება ხარისახი.
მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია, კომპანიებს არ შეუწყვეტიათ ახალ, ინოვაციურ პროექტებზე მუშაობა. მეტიც, ზოგიერთისთვის ეს გამწვავებული კონკურენციის დროს წარმატების მიღწევის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. კომპანიები იძულებულნი გახდნენ თვალი გაესწორებინათ ახალი რეალობისთვის და ემოქმედათ შესაბამისად. ზოგიერთი ორგანიზაცია მიხვდა, რომ რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა შექმნა ახალი შესაძლებლობები, გაჩნდა ბაზარზე ახალი სივრცეები, რომელთა ათვისებაც დიდ სარგებელს მოიტანდა. ამიტომაც, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ თავდაცვით პოზიციაში დგომა და მიყენებული ზიანის აღმოფხვრა საკმარისი არ არის, საჭიროა კრიზისი აქციო შესაძლებლობად და გადახვიდე თავდასხმით პოზიციაში. სწორედ ასე, პანდემიამ გააჩინა უზარმაზარო საბაზრო სივრცე ონლაინ შეხვედრებისა და ონლაინ სწავლების მიმართულებით, რომელიც აითვისა უამრავმა კომპანიამ და ნახა სოლიდური შემოსავალი. გარდა ამისა, კრიზისის დროს ყველა წვრილმანი დეტალი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს პროექტის განხორციელებისას, ამიტომ საჭიროა შესაბამისი მოქმედება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, სხვადასხვა სახის პროექტებში ხარისხის უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის კი არსებობს მრავალი ინსტრუმენტი. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ISO 10006:2017 საერთაშორისო სტანდარტი, რომლის მთავარი მიზანია სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებისას ხარისხის უზრუნველყოფა, მიუხედავად მისი მასშტაბისა თუ სფეროსი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სტანდარტი არ არის პროექტების მენეჯმენტის სახელმძღვანელო, არამედ ის იძლევა მითითებებს, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხარისხის მაღალი დონე პროექტის განხორციელებისას.
ISO 10006:2017 შემუშავებულია საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 176/SC 2 კომიტეტის მიერ, რომელიც დაარსდა 1982 წელს და მუშაობს ხარისხის სისტემების მიმართულებით. აღნიშნულ კომიტეტს არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 6 საერთაშორისო სტანდარტი. გარდა ამისა, აღნიშნული სტანდარტები ემსახურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას, როგორებიცაა: მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, მიზანი 10 - შემცირებული უთანასწორობა, მიზანი 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება,და ა.შ.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments