top of page

ჭკვიანი ფერმა - თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში

2022 წელმა მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გარდა უამრავი გარდაცვლილი ადამიანისა და ადამიანური ტრაგედიისა, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა მსოფლიო ეკონომიკა. გართულდა ლოჯისტიკური საქმიანობაც, ხოლო ნავთობზე ფასების ზრდამ ლოჯისტიკური სერვისები კიდევ უფრო გააძვირა. ეს ყველაფერი კი განსაკურებით მძიმედ აისახა განვითარებადი ქვეყნების ღარიბ მოსახლეობაზე, რადგან საკვები პროდუქტების ფასი, მაღალი ინფლაციის პირობებში, იზრდება. გარდა ამისა, ყოველწლიურად რეკორდულად, დაახლოებით 80-83 მილიონი ადამიანით, იზრდება მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა და ამდროისთვის 7.9 მილიარდ ადამიანს აჭარბებს. ეს კი ქმნის საკმაოდ დიდ სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ გამოწვევას, რადგან საკვებ პროდუქტებზე ყოველწლიური მზარდი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ინფლაციურ მარწუხებშია მოქცეული. საინტერესოა, რა გამოსავალი არსებობს შექმნილი სიტუაციიდან და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერში ჭკვიან ფერმას?

რა არის ჭკვიანი ფერმა?


წარმოიდგინეთ თქვენ ანხორციელებთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მაგალითად გაქვთ პატარა ბაღჩა ან მისდევთ მევენახეობას და აქტიურად იყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელთა დახმარებით აუმჯობესებთ მოსავლიანობას, უფრო ეფექტურად იყენებთ რესურსებს, უწყვეტად ახორციელებთ მონიტორინგს და შემდეგ აანალიზებთ მიღებულ მონაცემებს, რაც საშუალებას გვაძლევთ მალევე აღმოფხვრათ პრობლემები ან მოახდინოთ მათი პრევენცია და გააუმჯობესოთ სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პრაქტიკა. სწორედ ეს არის ჭკვიანი ფერმის კონცეფცია. XXI საუკუნე და ტექნოლოგიების ერა გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ჩავრთოთ მრავალ ეკონომიკურ საქმიანობაში და ამით მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ შედეგები. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების გამოყენებით შეგვიძლია გავაუმჯობესოთ მიწოდების ჯაჭვში ჩართულ სხვა რგოლებთან ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობა, უშუალო კონტაქტი დავამყაროთ მომხმარებლებთან, უკეთ გავეცნოთ მათ საჭიროებებს და შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში ხსნის ახალ შესაძლებლობათა ფანჯარას, რომლის მიღმაც განსხვავებული, ჯერ აუთვისებელი სამყაროა, რომელიც დიდ ჯილდოს პირდება ყველას, ვინც იქ შეაბიჯებს.


თუ თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გადავავლებთ თვალს, მალევე შევნიშნავთ ჭკვიანი ფერმის დიდ მნიშვნელობას, რომელსაც შეუძლია მრავალი ზოგადსაკაცობრიო პრობლემა გადაჭრას. ტექნოლოგიების ინტეგრირებით ფერმერებს შეუძლიათ უფრო ეფექტურად გამოიყენონ რესურსები, რაც ერთი მხრივ შეამცირებს წარმოების დანახარჯებს და მეორე მხრივ, უფრო ნაკლებად დაზიანდება ეკოლოგია. ეს ყველაფერი კი მდგრადი განვითარების წინაპირობაა - ის რისკენაც ისწრაფვის მთელი მსოფლიო. ამავდროულად, მდგრადი განვითარება მხოლოდ იდეა არ არის, ეს მსოფლიოს მომავლის ხედვაა, რომელსაც შეუძლია შექმნას ისეთი რეალობა, სადაც ადამიანთა ცივილიზაცია თვითმყოფადია და ჰარმონიულად თანაარსებობს სხვა ცოცხალ არსებებთან ერთად, საკუთარი განვითარებით არ აზიანებს ეკოლოგიას და საფრთეს არ უქმნის დედამიწაზე არსებულ ბიომრავალფეროვნებას.


გამოწვევები სოფლის მეურნეობაში


თანამედროვე სოფლის მეურნეობა დიდი ზეწოლის ქვეშაა: ერთი მხრივ, მას ევალება აწარმოოს სურსათი, ისე რომ ეკოლოგია ნაკლებად დააზიანოს და მეორე მხრივ, დააკმაყოფილოს მსოფლიოში მზარდი მოთხოვნა საკვებ პროდუქტებზე. ჭკვიანი ფერმა კი ერთგვარი გასაღებია შექმნილ სიტუაციაში, რომელმაც ზუსტად იცის სად არის ოქროს შუალედი ამ ორ უკიდურესობას შორის და ამავდროულად, საკუთარ თავში მოიაზრებს მდგრადი განვითარების პრინციპებს, რაც ასე მნიშვნელოვანია მსოფლიოს მომავლისთვის. გარდა ამისა, ჭკვიანი ფერმის კონცეფციის კიდევ უფრო განვითარებისთვის მრავალი ექსპერტი და საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO), რომლის შემადგენლობაში შედის 20-ზე მეტი ტექნიკური კომიტეტი, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ კავშირშია ჭკვიან ფერმასთან და ამ კონცეფციის კიდევ უფრო მეტად განვითარებასთან. მათ შორისაა: ISO/TC 315 - ცივად მიჭოდების ჯაჭვი, ISO/TC 184 - ავტომატიზირებული სისტემები და ა.შ.


ყოველივე აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში ჭკვიანი ფერმების კონცეფცია კიდევ უფრო დაიხვეწება და მიუახლოვდება სრულყოფილ სახეს. ამავდროულად, ნელ-ნელა ფერმერები დაიწყებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის მათ, მისცემს შესაძლებლობას უკეთ უპასუხონ მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნას, წარმატებით დააკმაყოფილონ გაზრდილი მოთხოვნა და გააუმჯობესოთ სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პრაქტიკა.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page