ISO 16075 სერიის სტანდარტები ხარჯთ-ეფექტური ირიგაციის სისტემებისთვის
საიდუმლოს უკვე აღარ წარმოადგენს იქ ფაქტი, რომ მსოფლიო მოსახლეობა წყლის დეფიციტის წინაშე დგას და წლიდან წლამდე ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად მწვავდება. უახლესი მონაცემებით, კაცობრიობის ნახევარი დედამიწის ისეთ რეგიოენბში ცხოვრობს, სადაც არსებობს წყლის დეფიციტი. მეტიც, ექსპერტთა გათვლებით 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი შეიძლება 5.7 მილიარდ ადამიანამდე გაიზარდოს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ პლანეტის ზედაპირის 3/4 წლითაა დაფარული და მდიდარია წყლის რესურსებით. ამიტომაც საინტერესოა, რატომ დგას მსოფლიოს წინაშე ეს პრობლემა ან როგორ უნდა გაუმკლავდეს კაცობრიობა ამ გამოწვევას.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, დედამიწის ზედაპირის 3/4 წლითაა დაფარული. თუმცა, მხოლოდ 3%-ია სასმელად ვარგისი. მეტიც, აქედან მხოლოდ 0.3% მოდის მდინარეებსა, ტბებსა და მიწისქვეშა წყლებზე, ხოლო დანარჩენი მყინვარების სახითაა ლოკალიზებული. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მსოფლიოს ზოგიერთი რეგიონი ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც სხვადასხვა, მათ შორის კლიმატური თუ რელიეფური ფაქტორის გათვალისწინებით წყლის ნაკლებობის წინაშეა, მარტივი გასააზრებელი უნდა იყოს, თუ მაინც რატომ აწუხებს იმ პლანეტის მკვიდრთ წყლის დეფიციტი, რომელიც 75% წლითაა დაფარული.
სასმელი წყლის დეიფიციტი თავის მხრივ, უამრავ პრობლემას წარმოშობს. მათ შორისაა ანტისანიტარია, რომელიც მრავალი დაავადებისა თუ ეპიდემიის გამომწვევი მიზეზია. ასევე წყლის დეიფიციტი ორგანიზმში იწვევს სერიოზულ დაავადებებს. უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 4500 ბავში იღუპება სასმელი წყლის დეფიციტის გამო, რომელთაგან უმეტესობა 5 წლამდე ასაკისაა. გარდა ამისა, განვითარებად ქვეყნებში წყლის მოსატანად უმეტესად ქალები დადიან, ასევე გოგონებიც, რაც მათ განათლების მიღების შესაძლებლობას უზღუდავს.
ცალკე აღნიშნვნის ღირსია სოფლის მეურნეობის გამოწვევები. წყლის ნაკლებობის გამო, პლანეტის ზოგიერთ რეგიონში სასოფლო სამეურნეო საქმიანობის განხორციელება ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ასევე, მდინარეებისა და მიწისქვეშა წყლების დაბიძურების გამო, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სასოფლო სამეურნეო სავარგულები დაბინძურებული წყლით ირწყვება. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ მდინარედ ინდონეზიის დასავლეთ პროვინციაში არსებული მდინარე სიტარუმი (citarum) ითვლება, რომელიც იმდენად დაბინძურებულია, რომ წყალში ჟანგბადის დონე თითქმის 0%-მდეა დასული, რის გამოც მდინარეში აღარ გვხდება ცოცხალი ორგანიზმები. საყოფაცხოვრები ნარჩენების გარდა, მძიმე მრეწეველობის გამო მდინარეში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ჩაედინა მძიმე მეტალები, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. მეტიც, ყველაზე საგანგაშოა ის, რომ მდინარის წყალს მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებს, მათ შორის სასოფლო სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად და ა.შ.
*მდინარე სიტარუმის დაბინძურების დონე ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს
საინტერესოა რა იწვევს სასმელი წყლის დეფიციტს? - მათგან უმთავრესი მიზეზი გლობალური დათბობაა. ასევე, მიწებს სწრაფი გამოფიტვა და გაუდაბნოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ხმელეთის 1/4-ს. აღნიშნული პრობლემა მოსახლეობის რეკორდული ზრდის შედეგია. გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტ საკვებ რესურს მოითხოვს, რაც აჩქარებს ნიადაგის გამოფიტვისა და გაუდაბნოების პროცესებს. სწორედ ამიტომ, ყოველი წლის 17 ივნისს აღინიშნება მსოფლიო გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღე, რომლის მიზანი გაუდაობნოების ტემპის შემცირებაა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველ 20 წელიწადში მტკნარ წყალმე მოთხოვნა ორმაგდება, რაც გამოწვეულია არამარტო მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, არამედ ცხოვრების დონის ამაღლებითაც. მაგალითად, მეოცე საუკუნეში ადამიანთა რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო წყალზე მოთხოვნა 6-ჯერ გაიზარდა. სასმელი წყლის დეფიციტის კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზი წყლის დაბინძურებაა, რადგან დაბინძურებული წყალი გაფილტვრისა და დამუშავების გარეშე გამოსაყენებლად უვარგისია.
საბენდიეროდ აღნიშნულ პრობლემაზე მრავალი ორგანიზაცია და ჭკვიანი ადამიანი უკვე მუშაობს, რომელთა მთავარი მიზანი წყლის რესურსების ეფექტური გამოყენებაა. წყლის ეფექტური გამოყენებით კი წყლის დეფიციტის მინიმუმადე დაყვანა შესაძლებელია. ასეთ ორგანიზაციების შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც (ISO), რომელსაც არსებობის ისტორიაში მრავალი საერთაშორისო სტანდარტი აქვს შემუშავებული ამ მხრივ. მათ შორისაა ISO 16075 სერიის სტანდარტები: ISO 16075-1, ISO 16075-2, ISO 16075-3 და ISO 16075-4 სახელმძღვანელოები, რომელთა მთავარი მიზანია ერთხელ უკვე გამოყენებული წყალი ხელახლა იყოს გამოყენებული სასოფლო სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად, ისე რომ ამით არ მოხდეს სასოფლო სამეურნეო პროდუქტების დაბინძურება და წყლის ეფექტურად გამოყენების მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
აღნიშნული სტანდარტების სერია შემუშავებულია პროფესიონალებისა და დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 282/SC 1 ქვეკომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობის ისტორიაში 5 საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო ამჟამად ქვეკომიტეტი 3 ახალი საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაში იღებს მონაწილეობას.
ISO Consulting - Professionals for Professionals
コメント