შპს "სანრაიზ ჰოსფითალიტში" ჩატარდა სურსათის ჰიგიენის პრინციპების ტრენინგი
2023 წლის 2 ოქტომბერს შპს "სანრაიზ ჰოსპიტალიტში" ჩატარდა სურსათის ჰიგიენის პრინციპების ტრენინგი. დასაქმებულებს მიეწოდა სურსათის ჰიგიენის პრინციპებთან დაკავშირებული სწავლება, რაც სურათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობაა. გადამზადება წარმატებით გაიარა კომპანიის 17-მა დასაქმებულმა.
სურსათის ჰიგიენის პრინციპების ტრენინგი სურსათის უვნებლობის საბაზო კურსია და მისი დახმარებით შესაძლებელია სურსათის უვნებლობის ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესწავლა, როგორებიცაა:
სურსათის დამაბინძურებელ რისკ-ფაქტორები;
საკვებისმიერი მოწამვლებისა და სურსათით გამოწვეული ძირითადი დაავადებების მახასიათებლები;
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ სურსათის უვნებლობის „ხუთი გასაღების პრინციპი“
საწარმოს ჰიგიენის ზოგად წესები (GHP) - ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციები;
სანიტარიული ღონისძიებების ჰიგიენურ საფუძვლებს და პერსონალის ჰიგიენის წესები;
სურსათის უვნებლობის წინასწარი პროგრამები (GMP მოთხოვნები HACCP შესაბამისობისთვის);
სასურსათო ნედლეულისა და სურსათის ხარისხისა და უვნებლობისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები;
როგორ განახორციელოთ სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება შედეგიანად და მოახდინოთ კონტროლის ღონისძიებების კატეგორიზაცია.
ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორანიზაციაში, მოთხოვნის მიხედვით, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments