top of page

შპს „სამეფო კენკრამ“ წარმატებით გაიარა ISO 22000:2018 სერტიფიცირება

2022 წლის 6 აგვისტოს კენკრის გადამამუშავებელმა საწარმომ შპს „სამეფო კენკრამ“ კომპანია "ISO Consulting" -ის დახმარებით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის დაფინანსებით წარმატებით გაიარა სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის ISO 22000:2018 სერტიფიცირების აუდიტი.


შპს „სამეფო კენკრა“ დაარსდა 2017 წელს და მდებარეობს გორის რაიონში, სოფელ შავშვებში. კომპანია ფლობს 10 ჰა მიწის ნაკვეთს, სადაც ახორციელებს ჟოლოს კენკროვანი კულტურების პირველად წარმოებას. აღნიშნულ მიწის ფართობზე გაშენებულია ჟოლოს შემდეგი კულტურები: ნოვა, კაროლინა და ჟოზეფინა. აღებული მოსავალი გადაინაცვლებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ სამაცივრე ნაგებობაში, სადაც სწრაფი გაყინვის მეთოდით ჟოლო იყინება მინუს 35°C – 40°C ტემპერატურაზე, ხოლო გაყინული და შეფუთული ჟოლო ინახება მინუს 18°C ტემპერატურაზე.


შპს „სამეფო კენკრას“ მიერ წარმოებული პროდუქტის რეალიზება ხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის მიზანია მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებლის მოთხოვნებს და უზრუნველყოს უვნებელი და ხარისხიანი სურსათის მიწოდება.

ISO 22000 სტანდარტის გამოყენებით შეძლებთ აკონტროლოთ სურსათის უვნებლობა. ეს საერთაშორისო სტანდარტი ​ადგენს მოთხოვნებს "სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის" მიმართ, რომელიც მოიცავს:

  • ინტერაქტიულ კომუნიკაციას,

  • სისტემის მენეჯმენტს,

  • წინასწარ მოსამზადებელ პროგრამებს, და

  • HACCP პრინციპებს.

ისო 22000 სისტემის უპირატესობები

  • წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებებს - ISO 22000 სტანდარტი გეხმარებათ აკონტროლოთ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები და საჯაროდ/ღიად განაცხადოთ ამის შესახებ.

  • ​ნდობით სარგებლობა დაინტერესებული მხარეების მიმართ - თუ თქვენ გყავთ ნდობით აღჭურვილი კლიენტები, მაშინ იმავე ნდობას მოიპოვებთ როგორც მომხმარებლებთან, აგრეთვე კანონმდებლებთან.

  • პრივილეგირებული და რჩეული მიმწოდებელი - ISO 22000 აღიარებულია გლობალურ სასურსათო ჯაჭვში. სურსათის მსხვილი მწარმოებლები განსაკუთრებულად აღიარებენ ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტს.

  • დაზოგავთ დროს და რესურსებს - დღესდღეობით მრავალ ორგანიზაციას სჭირდება სურსათის უვნებლობის სხვადასხვა სტანდარტი. ეს ნიშნავს, რომ ხშირად სურსათის უვნებლობის სტანდარტების მოთხოვნებს შორის არსებობს დამთხვევები. ISO 22000 არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ჰარმონიზებულია HACCP სისტემის ბაზაზე.

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ბრიტანული მულტიდისციპლინარული ორგანიზაციის Lloyd's-ის მიერ შემუშავებული HACCP და ISO 22000 ტრენინგი, რომელიც ადაპტირებულია თქვენი წარმოების და მომსახურების პროცესებზე.


თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ როგორც სტანდარტის მოთხოვნების გაცნობის, აგრეთვე ISO 22000 შიდა აუდიტორის ტრენინგები​. ჩვენი ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, Lloyd's-ის მიერ და მათი მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, ქართველი ტრენერების მეირ.




დაგვიკავშირით რათა შეიტყოთ მეტი.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page