top of page

ფინანსური ოპერაციები და ISO 10962 სტანდარტი

კაცობრიობის ისტორიაში სულ რამდენიმე ისეთი გამოგონება შეგვიძლია გამოვყოთ, რომელმაც ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა იმდოროინდელი ადამიანის ცხოვრების წესში და გზა გაგვიხსნა ახალი შესაძლებლობებისკენ. ასეთი გამოგონებებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე: ბორბალი, ქაღალდი, რკინის დამუშავება, ინდუსტრიული წარმოების განვითარება და ინტერნეტი. განსაკუთრებით დიდი იყო ამ უკანასკნელის ზემოქმედება თანამედროვე მსოფლიოზე, რადგან დღეს ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია როგორც ჩვენი, ისე ბიზნესის არსებობა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა ინტერნეტი კაცობრიობის განვითარების ტემპი იქნებოდა გაცილებით დაბალი და დღეს არ ვიქნებოდით განვითარების იმ საფეხურზე, რომელზეც ვართ ახლა. თუმცა, ამ ყველაფერს თან ახლავს გამოწვევები, რომლებზეც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება და ვუპასუხოთ შესაბამისად. სწორედ ამ გამოწვევებს შორისაა ონლაინ ფინანსური ოპერაციების უსაფრთხოების საკითხი. ასევე ამ ოპერაციების სიზუსტე, შეცდომების დაშვების ალბათობის შემცირება და ა.შ. საინტერესოა, ამ მხრივ რა ინსტურმენტები აქვს მსოფლიოს ხელთ და როგორ შეუძლია გააუმჯობესოს სხვადასხვა სახის ონლაინ ფინანსური ოპერაციების ხარისხი?

თანამედროვე მსოფლიოში თითქმის ყველა ფინანსური ოპერაცია ინტერნეტის დახმარებით ხორციელდება. ადამიანთა უმეტესობას ნაღდი ფულის თან ტარებას ურჩევნია იქონიოს საბანკო ბარათი და ამ ბარათითვე განახორციელოს გადახდები. ასევე, საფონდო ბირჟებზე უმნიშვნელოვანესია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, გადწყვეტილებების სწრაფად მიღება და ა.შ. სწორედ ამიტომ, ინტერნეტის 5G ქსელის განვითარება მნიშვნელოვად შეუწყობს ხელს საფონდო ბირჟების ფუნქციონირებას და აამაღლებს მათ ეფექტიანობას. ამავე დროს, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს უსაფრთხოების საკითხიც. იმისთვის, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს, საფინანსო ინსტიტუტები იყენებენ უსაფრთხოების კოდებს, რომლებიც ცნობილია CFI კოდების სახელით. აღნიშნული სისტემა შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და საშუალებას აძლევს მრავალ კომპანიას ფინანსური ტრანზაქციის დროს "იმეტყველონ ერთ ენაზე" - CFI კოდები საერთაშორისოა და აღიარებულია მსოფლიოს ყველა საფინანსო ისტიტუტის მიერ.


მიუხედავად ყველაფრისა, დროთა განმავლობაში თავს იჩენს ხოლმე ახალი გამოწვევები თუ ახალი გარემოებები. სწორედ ამიტომ ISO-მ შეიმუშავა ახალი ISO 10962 საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ფინანსური ოპერაციების ხარისხს, დაცულობას და უსაფრთხოებას. აღნიშნულ სტდანარტის შემუშავებაში ჩართული საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფის ხელმძღვანელოს Corby Dear-ის განცხადებით ახალ სტანდარტს შეუძლია რევოლუციური ცვლილებები შეიტანოს სფეროში და კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო გახადოს პროცესი:

"ახლა კოდებზე წვდომა არა მხოლოდ უფრო ადვილია, არამედ ისინი საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ კიდევ უფრო ზუსტი რეპორტინგი, დაზოგოთ დრო და შეამციროთ შეცდომები. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით პროცესში კომუნიკაციის ცვლილება და თვალყურს ვადევნებთ კოდის ცვლილებების ისტორიას, რომელიც შეესაბამება გლობალური საბანკო რეგულირების მოთხოვნებს."

როგორც უკვე ვახსენეთ, აღნიშნული სტანდარტი შემუშავებულია ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 68/SC 8 კომიტეტის მიერ, რომელსაც არსებობს ისტორიაში შემუშავებული აქვს 15 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 5 ახალ სტანდარტზე მუშაობს.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals

70 views

Komentar


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page