top of page

ტრენინგი "რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის აუდიტი"

SQIL პროექტის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო-ს ცენტრალური და რეგიონული ოფისების შერჩეული თანამშრომლებისთვის, ინტენსიური ტრენინგები მიმდინარეობს თემაზე - "რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის აუდიტი". ტრენინგების სერია 5 დღიანია და მას სეს-ის 45-მდე სპეციალისტი გაივლის.


სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში შესული ცვლილების (11/05/2021) შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლის ახალი მექანიზმი - აუდიტი ამოქმედდა. SQIL-ის ტრენინგების მიზანია, ახალი მოთხოვნების შესაბამისად, გაზარდოს სეს-ის სპეციალისტების ცოდნა და ტექნიკური უნარები, რათა მათ HACCP-ის სისტემის ეფექტური აუდიტის ჩატარება შეძლონ.


პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.


ტრენინგს უძღვებიან ISO Consulting-ის ტრენერები: ივანე დიდბერიძე და ქეთევან წულაია.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Kommentarer


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page