top of page

ტრენინგი - მომზადება ISO 9001 სტანდარტისთვის

ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "მომზადება ისო 9001:2015 სტანდარტისთვის"


თარიღი: 27-28 მარტი, 2023 წელი.

ღირებულება: 210 ფუნტ სტერლინგის ექვივალენტი ლარში.

ლოკაცია: თბილისი.




ტრენინგის შესახებ:


ISO 9001 შეიქმნა, როგორც მენეჯმენტის სისტემის საუკეთესო პრაქტიკის მოდელი. სტანდარტს იყენებს მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც შეიძლება არიან სერტიფიცირებულნი ან უბრალოდ სურთ გამოიყენონ ISO 9001 სტანდარტი ბიზნესის გასაუმჯობესებლად.

კურსი არის სახალისო და პრაქტიკული.

წინამდებარე კურსის მეშვეობით, თქვენ გაეცნობით ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებთ მათ გააზრებას, რაც დაგეხმარებათ სტანდარტის მოთხოვნების პრაქტიკულ გამოყენებაში.

აგრეთვე, ტრენინგის დასასრულს, თქვენ გადმოგეცემათ "ისო 9001:2015 გაიდლაინი", რომელიც შემუშავებულია ბრიტანული ორგანიზაცია "LRQA"-ის მიერ.

წინამდებარე კურსი ხასიათდება მაღალი ინტერაქტიულობით, რათა თქვენ შეძლოთ გააცნობიეროთ PDCA ბიზნეს ციკლი და დაუკავშიროთ თქვენს საქმიანობას.


სტანდარტის ცუდმა ინტერპრეტაციამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ბიუროკრატია, რომელიც რასაკვირველია ვერ შესძენს დამატებით ფასეულობას რომელიმე ორგანიზაციას, უფრო მეტიც, მან შეიძლება შეაფერხოს თქვენი კრეატიულობა.

წინამდებარე კურსი გაგიქარწყლებთ სტანდარტის შესახებ დამკვიდრებულ მითებს და ასევე, დაეხმარება მონაწილეებს კრიტიკულად შეაფასონ არსებული პრაქტიკა, რომელიც შეიძლება ვერ ქმნიდეს დამატებით ფასეულობას ორგანიზაციისთვის.


ტრენინგის პროგრამის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

ტრენინგს უძღვება LRQA-ის და iTOL-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო ტრენერი, 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით - ივანე დიდბერიძე.

ტრენინგის პაკეტი მომზადებულია LRQA (UK) ლონდონის აკადემიის მიერ.

ტრენინგი ტარდება ქართულ ენაზე (თარგმანის გარეშე).


რეგისტრაცია

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 მარტი, 2023 წელი.

ტრენინგის ღირებულება: 210 ფუნტ სტერლინგის ექვივალენტი ლარში (დ.ღ.გ.-ს ჩათვლით).

გადახდის პირობები: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თანხის 50% ჩარიცხვა ტრენინგის დაწყებამდე, არაუგვიანეს 23 მარტისა, ხოლო დარჩენილი 50% ტრენინგის დასრულებისას, სერთიფიკატის მიღებამდე. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში, ტრენინგი ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 23 მარტისა.


მონაწილეები სერტიფიკატს მიიღებენ ტრენინგის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში (ეს დრო საჭიროა რეპორტინგისთვის და სერტიფიკატების გასაცემად).

ღირებულება მოიცავს:

  • სწავლებას;

  • 40 გვერდიან გზამკვლევს ქართულ ენაზე, რომელიც მოიცავს ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების ახსნას, თავების მიხედვით;

  • სასწავლო მასალების გადმოცემას, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (მაგალითების და ფორმების) ჩათვლით;

  • "LRQA"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს".

ტრენინგი ჩატარდება 27-28 მარტს, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე (ორივე დღეს)

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Mob.: 592 - 24 36 39

ან მოგვწერეთ: pr@isoconsulting.ge

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.




 

ISO Consulting - Professionals for Professionals

656 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page