top of page

ტრენინგი - ISO 9001:2015 შიდა აუდიტორი (CQI | IRCA)

ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია Lloyd’s Register Quality Assurance (LRQA) გიწვევთ ტრენინგზე - "ISO 9001:2015 შიდა აუდიტორი (CQI | IRCA)".


თარიღი: 4-5 აპრილი, 2023 წელი.

ღირებულება: 315 ფუნტ სტერლინგის ექვივალენტი ლარში.

ლოკაცია: თბილისი.

სპეციალური შეთავაზება: ISO Consulting-ის კორპორატიული მომხმარებლები და ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლებსაც გავლილი აქვთ ტრენინგი "მომზადება ISO 9001 სტანდარტისთვის" ან "ISO 9001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება" შეუძლიათ ისარგებლონ 30%-იანი ფასდაკლებით.




ტრენინგის შესახებ:


ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გამოიმუშაოს შიდა აუდიტორის უნარ-ჩვევები და მიენიჭოს "ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორის კვალიფიკაცია". კურსი აღიარებულია CQI | IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.


ტრენინგის მონაწილეებს მოეთხოვებათ:

​- PDCA ციკლი​ს და მენეჯმენტის სისტემების ძირითადი ელემენტების შესაბამისი ცოდნა. - ხარისხის მენეჯმენტის ფუნდამენტური კონცეფციისა და 7 პრინციპის ცოდნა. - ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების და გამოყენებული ტერმინების და განმარტებების ცოდნა. - საუკეთესო შემთხვევაში, მიღებული ქონდეთ "LRQA"-ის სატრენინგო კურსი "მომზადება ISO 9001 სტანდარტისთვის","ISO 9001:2015 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება" ან მისი ექვივალენტი.


წარმატებული მსმენელები მიიღებენ "ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორის" კომპეტენტურობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს, გაცემულს "LRQA"-ის მიერ.


ტრენინგის კურსი შემუშავებულია "LRQA"-ის ლონდონის აკადემიის მიერ. იხილეთ ტრენინგის პროგრამა


რატომ ეს კურსი?


კურსის მიზანია - დამსწრეთა უშუალო მონაწილეობით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის პრაქტიკული ტრენინგის მიწოდება, რაც შესაძლებელია ტრენინგის დროს მოცემული სავარჯიშოებით.

​ტრენერი: ISO 9001 წამყვანი აუდიტორი, "Lloyd's Register" და "iTOL"-ის მიერ ავტორიზებული საერთაშორისო ტრენერი, 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით - ივანე დიდბერიძე.

რეგისტრაციის შემდეგ, ტრენინგამდე 3 დღით ადრე, ტრენინგის ყველა მონაწილე მიიღებს წინასაკურსო საკითხავს.

რისთვის არის საჭირო წინასაკურსო საკითხავი?


ჩვენ გაძლევთ ინფორმაციას წინასწარ, რათა კურსი იყოს მეტად პრაქტიკული და აქტიურ მუშაობაზე დაფუძნებული. 24 გვერდიანი წინასაკურსო საკითხავი დაგეხმარებათ გაეცნოთ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საფუძვლებს, პრინციპებს, PDCA ციკლს და პროცესების მოდელს, ISO 9001 სტანდარტის სტრუქტურას და ძირითად მოთხოვნებს, აუდიტის დროს გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს, ისო 9001 სტანდარტის მოთხოვნებს შიდა აუდიტების მიმართ და გამოიყენოთ მიღებული ცოდნა ტრეინინგის მიმდინარეობისას.

​რეგისტრაცია

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (არაუმეტეს 12 მონაწილე).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2023.

ტრენინგის ღირებულება: 315 ფუნტი სტერლინგი (ექვივალენტი ლარებში).


გადახდის პირობები: ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ თანხის 50% ჩარიცხვა ტრენინგის დაწყებამდე, არაუგვიანეს 28 მარტისა, ხოლო დარჩენილი 50% ტრენინგის დასრულებისას, სერთიფიკატის მიღებამდე. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში, ტრენინგი ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 28 მარტისა.


ღირებულება მოიცავს:

- სწავლებას; - წინასაკურსო მასალას; - ისო 9001:2015 შიდა აუდიტორის გზამკვლევს; - სასწავლო მასალებს, სლაიდებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების (ქეისების და ფორმების) ჩათვლით; - "Lloyd's Register"-ის მიერ გაცემულ საერთაშორისო სერტიფიკატს. - 2 დღით სასტუმროს საკომფერენციო ოთახის მომსახურებას, ყავა/ჩაის შესვენებებს და ლანჩს.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

Mob.: 592 - 24 36 39

ან მოგვწერეთ: pr@isoconsulting.ge

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.




 

ISO Consulting - Professionals for Professionals

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page