top of page

საზიარო ეკონომიკა და მისი მნიშვნელობა

ბიზნესი ყოველდღიურად ვითარდება და ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორის ერთ-ერთი საზიარო ეკონომიკაა, რომელიც გულისხმობს პროდუქტებთან და სერვისებთან მეტ წვდომას. ამ კონცეფციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ წვდომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფლობა. მაგალითად, თქვენ გაქვთ მანქანა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში გამოუყენებელი რჩება, ამიტომაც გადაწყვეტთ, რომ დროის ამ პერიოდში გააქირაოთ თქვენი მანქანა და დამატებითი შემოსავალი მიიღოთ - აი სწორედ ეს არის საზიარო ეკონომიკის ერთი მარტივი მაგალითი.


დღეს-დღეისობით საზიარო ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია. მის განვითარებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებმა, როგორიცაა: ინტერნეტი. მობილურის აპლიკაციები, ინტერნეტ საიტები და ა.შ.

ტერმინი "საზიარო ეკონომიკა" 2000-იანი წლებიდან გამოჩნდა, თუმცა მასზე საუბრები 2008 წლიდან განსაკუთრებით გააქტიურდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია პროფესორი ლოურენს ლესინგი, რომელმაც ამ დარგის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

რატომ საზიარო ეკონომიკა?

საზიარო ეკონომიკის მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ მისი საშუალებით მცირდება რესურსების ფუჭი გამოყენება, რადგან იმის გაზიარება სხვისთვის, რასაც ფლობ და არ იყენებ ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში, სადაც მოსახლეობის ზრდის ბუმია, რესურსების ფუჭი გამოყენება კარგი ნამდვილად არ არის. ასე რომ, რაც დრო გავა მით უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდება ეკონომიკის ეს მიმართულება.

საზიარო ეკონომიკა და საქართველო

2019 წლის აპრილში თბილისის მერიის ინიციატივით ამოქმედა საზიარო ავტომობილის (car sharing) პროექტი. ამ პროექტის მიხედვით მომხმარებელს შეუძლია სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით იპოვნოს უახლოესი მანქანა და შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ გამოიყენოს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თბილისში 50 ასეთი მანქანაა, თუმცა დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა 3000-მე გაიზრდება. ასევე ყველა ავტომობილი ელექტრონული იქნება, შესაბამისად არ მოხდება გარემოს დაბინძურება.


საზიარო ეკონომიკა და ISO სტანდარტები

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აქტიურად აკვირდება საზიარო ეკონომიკის განვითარებას და მუშაობს მის გაუმჯობესებაზე. ორგანიზაციამ შექმნა ცალკე კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმუშავებს, შეისწავლის დარგს და დროთა განმავლობაში გამოაქვეყნებს შესაბამის სტანდარტებს.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals

125 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page