top of page

როგორ ვაქციოთ კრიზისი შესაძლებლობად?

2021 წლის მსოფლიო ისეთი აღარაა, როგორიც თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა. აქამდე ყველას გვეგონა, რომ მსოფლიო პროგრესს ვერაფერი შეაფერხებდა, მსოფლიო ეკონომიკა მუდამ სტაბილურად გაიზრდებოდა და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა რამდენიმე ათეულ წელში მიაღწევდა საყოველთაო კეთილდღეობის დონეს. თუმცა, კოვიდ პანდემიამ კარგად დაგვანახა, რომ არც ისეთი უძლეველები ვართ, როგორიც აქამდე წარმოგვედგინა და არსებობს ისეთი რაღაცეები, ისეთი სუსტი წერტილები, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროდ. პანდემიის "გაკვეთილებმა" ბევრი რამ გვასწავლა და გაგვხადა უფრო გამოცდილები და ძლიერები. ახლა უკეთ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მსოფლიო კრიზისებს. თუმცა, საუკეთესო თავდაცვა ხომ თავდასხმაა, იქნებ კრიზისის უკეთ გამკლავების საიდუმლო არა მხოლოდ თავდაცვით პოზიციაში დგომა და მიღებული ზარალის აღმოფხვრა, არამედ კრიზისის დროს ახალი შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენებაა? საინტერესოა, როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?

2020 წელის დასაწყისში, ჩინეთში აღმოჩენილი მანამდე უცნობი ახალი კორონავირუსის შტამი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. ვირუსი ვრცელდებოდა ძალიან სწრაფად, არ არსებობდა რაიმე მედიკამენტი ან ვაქცინა ვურისის წინააღმდეგ და არც ის იცოდა სამედიცინო პერსონალმა, ზუსტად როგორ უნდა ემკურნალა დაავადებულთათვის. ამასთან, მხოლოდ ჯანდაცვის სფერო არ აღმოჩენილა რთულ სიტუაციაში, რადგან მსოფლიო ქვეყნების უმეტესობამ დააწესა მკაცრი კარანტინი, შეზღუდვები, კომენდანტის საათი, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკონომიკაც, განსაკუთრებით ტურიზმის სფერო და სარესტორნო ბიზნესი. ადამიანები საკუთარ სახლებში აღმოვჩნდით გამოკეტილნი და პრაქტიკულად მოვწყდით გარე სამყაროს. ყველას თავში მსგავსი აზრები უტრიალდებდა: როგორ უნდა მიეღოთ განათლება სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს? სახლიდან როგორ უნდა ემუშავათ დასაქმებულებს? კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდებოდა პანდემია? როგორ უნდა დაგვეცვა თავი ვირუსისგან? მსოფლიო გაურკვევლობის ბურუსმა მოიცვა, თითქოს იმედი არსაიდან ჩანდა და ეს ყველაფერი გაგრძელდა მანამ, სანამ ადამიანებმა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის გზების ძებნა არ დავიწყეთ. და სწორედ მაშინ, როდესაც კაცობრიობა საერთო პრობლემის წინააღმდეგ ერთიანდება, დაუძლეველი წინააღმდეგობა აღარ არსებობს. სწორედ ასე გაჩნდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ონლაინ განათლებისა და მუშაობის ფენომენი, ადამიანებმა საკუთარი ყოველდღიური ცხოვრება ვირტუალურ სივრცეში გადავიტანეთ. შეიძლება ეს იდეალური და კომფორტული გამოსავალი სულაც არ იყო, მაგრამ შექმნილი სიტიაციიდან გამომდინარე, უკეთესი შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობდა. ამავე დროს, აღნიშნული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უკეთესი გზები გამოგვენახა: ონლაინ შეხვედრებისა და კონფერენციების გზით, საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და უსასრულოდ დიდი დებატების შემდეგ გამოინახა გზები დაავადებულებისთვის უკეთესი მკურნალობის მეთოდებისთვის, ვაქცინის შექმნისთვის, პანდემიის სწორი მენეჯმენტისთვის და ა.შ. ჩვენ ვცდილობდით რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდით ყოველდღიურ ცხოვრებას. მალე გამოგვესწორებინა მიყენებული ზარალი, რაც ნამდვილად სწორი უკურეაქციაა კრიზისის დროს, თუმცა რას იტყვით თუ აღდგენასთან ერთად თვალთახედვიდან არ გამოგვრჩება ის ახალი შესაძლებლობები, რაც რადიკალურად შეცვლილმა რეალობამ მოგვიტანა?

*ფოტოზე: პანდემიის პირობებში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილეზე დასწრება ონლაინ ფორმატში მოუწიათ.


რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ყველაფრის მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიამ დაგვანახა ახალი გზები, ახალი შესაძლებლობები, რომელთა სწორი გამოყენების შემთხვევაში არსებობს დიდი პოტენციალი მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს მთელ მსოფლიოს. მაგალითად, ონლაინ შეხვედრებმა მოგვცა საშუალება განათლება გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის. ბევრს არ აქვს შესაძლებლობა რამდენიმე ათეული კილომეტრი გაიაროს ყოველდღიურად სკოლაში ან უნივერსიტეტში მისასვლელად. არც დაქირავებით დასაქმებულებს არ აქვთ ფუფუნება ფიზიკურად დაესწრნონ რამდენიმე დღიან ტრენინგს და სამსახურის საქმეები დროებით გვერძე გადადონ. ონლაინ კონფერენციები, ტრენინგები და კლასები კი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს. ხელმისაწვდომი განათლება კი სწორედ ის მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მსოფლიო პროგრესის ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდეს. არსებობს ახალი შესაძლებლობების სხვა მაგალითებიც: როგორც უკვე ავღნიშნეთ, პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სარესტორნო ბიზნესიც, თუმცა, მათ რომ არაფერი მოემოქმედათ და დალოდებოდნენ როდის გამოსწორდებოდა მსოფლიოში მდგომარეობა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. სწორედ ასე გამოჩნდნენ ქალაქებში მოპედებზე მჯდარი კურიერები, რომლებიც სთავაზოდნენ კარანტინში მყოფ მომხმარებლებს საყვარელი კერძის, სასურველი რესტორნიდან, პირდაპირ სახლის კარამდე მიტანას. ადამიანებმა კი გავიაზრეთ, თუ რამდენად კომფორტულია სახლში, დივანზე მოკალათებული, უყურებდე მობილურის ეკრანზე, თუ როგორ მოაქვს კურიერს შენთან შენი საყვარელი კერძი.


კიდევ არსებობს სხვა უამრავი მსგავსი მაგალითი, რომელთა დახმარებითაც გაჩნდა ახალი სფეროები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ ეკონომიკაში, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ბენეფიტები მოგვიტანონ. სწორედ ამ შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში, გაანალიზეს მათი გამომწვევი ფაქტორები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კრიზისის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზარალის სწრაფად აღმოფხვრა და ჩვეულ ცხოვრების ტემპთან დაბრუნება, არამედ ახალი შესაძლებლობების დანახვა და მათი შესაბამისი გამოყენება. კრიზისის დროს, გონებაში ზარალის აღდგენაზე მოტრიალე ფიქრებს, უნდა დავუმატოთ განახლებასთან დაკავშირებული ფიქრებიც და შედეგად მივიღებთ ისეთ ძლიერ ბერკეტს, რომელის დახმარებითაც კაცობრიობას შეუძლია ბევრად უფრო რეზისტენტული გახდეს კრიზისების მიმართ, ვიდრე აქამდე. სწორედ ამას უკავშირდება სტანდრტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ახალი სახელმძღვანელო ISO/TS 22393, რომელიც შეიცავს ისეთ მითოთებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგვეხმარება ნებისმიერი სახის კრიზისის დროს დავინახოთ ახალი შესაძლებლობები და ამით მის მიერ გამოწვეული უარყოფითი ფაქტორები მნიშვნელოვნად შევამციროთ. აღნიშნულ სახელმღვანელოზე მომუშავე კომიტეტის ლიდერი დანკან შო (Duncan Shaw) აღნიშნავს რომ:


"ეს (ISO/TS 22393 სახელმძღვანელო) ხელს შეუწყობს აზროვნების მნიშვნელოვან ცვლილებას მხოლოდ "აღდგენიდან“- „აღდგენისა და განახლებისკენ".

აღნიშნულ სახელმძღვანელოზე მუშაობდა საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 292 ტექნიკური კომიტეტი, რომელსაც არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 43 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 22 ახალ სტანდარტზე მუშაობს. ამასთან, კომიტეტი საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნებიდან 16-ის შესრულებას.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals




Tags:

107 views

Commentaires


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page