top of page

როგორ ეხმარება გარემოს მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სტანდარტები კომპანიებს

გარემოს მდგრადი განვითარება მხოლოდ მსოფლიო ტრენდი არ არის, კლიმატის ცვლილებებმა და გახშირებულმა ბუნებრივმა კატასტოფებმა დაგვანახა, რომ მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვის გარეშე მსოფლიოს მომავალში მრავალი პრობლემა შეიძლება შეექმნას. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით მაშინ, როცა საფრთხის ქვეშ დედამიწის ბიომრავალფეროვნება დგება. ყოველივე აქედან გამომდინარე, გარემოზე ზრუნვა, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჭრილში, ყველა კომპანიის ვალდებულებაა. ამავდროულად, გარემოს მენეჯმენტის ISO სტანდარტების დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ მნიშვნელოვანიც სარგებელი მიიღონ.


გარემოს მენეჯმენტი

მსოფლიოში ყველაზე ფართოთ გავრცელებული და აღიარებული გარემოს მენეჯმენტის სისტემის სტანდარტია ISO 14001, რომელიც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) 1996 წელს შეიმუშავა და მას შემდეგ რამდენჯერმე განაახლა. ISO 14001:2015 წარმოადგენს ინტეგრირებულ მიდგომას გარემოს დაცვის მენეჯმენტის მიმართ. სტანდარტის გამოყენებით, შესაძლებელია ნებისმიერმა ორგანიზაციამ, განურჩევლად ზომისა და ეკონომიკური საქმიანობისა, მნიშვნელოვნად შეამციროს საკუთარი საქმიანობით გარემოზე ზემოქმედება, დააკმაყოფილოს საკანონმდებლო მოთხოვნები და გაზარდოს საკუთარი ბიზნესი.


ISO 14001:2015-ის დახმარებით შესაძლებელია კომპანიამ:


შეამციროს დანახარჯები - ISO 14001 სტანდარტი გვეხმარება ეფექტურად გამოციყენოთ რესურსები, რისი დახმარებითაც მნიშვნელოვნად შევამციროთ საწარმოო დანახარჯები. ეს კი მისცემს კომპანიას საშუალებას უფრო მეტი ფულადი რესურსები მიმართოს სამომავლო ინვესტიციებისკენ.


შეამციროს რისკები - აღნიშნული სტანდარტის დახმარებით კომპანია სრულ შესაბამისობაში მოდის ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, რომლებიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან. შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედების, სახელმწიფოს მხრიდან დაჯარიმების და რეპუტაციის შელახვის რისკები.


წარმოაჩინოს საკუთარი კორპორაციული პასუხისმგებლობა - ISO 14001 სტანდარტის დანერგვით კომპანია საჯაროდ აცხადებს საკუთარ ვალდებულებებს გარემოს დაცვის მიმართ, მინიმუმამდე ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს გარემოს მდგრად განვითარებას. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის რეპუტაციას. კომპანია ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაცვას და ზრუნავს მომავალ თაობებზე.


გახდეს პრივილეგირებული და რჩეული მიმწოდებელი - ISO 14001 საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს იმუშაონ ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ გარემოს დამცველ ორგანიზაციებზე, მათ შორისაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც.


გარდა ზემოთაღნიშნული ბენეფიტებისა, ISO 14001:2015, რომელიც დაფუძნებულია PDCA ციკლზე, ორგანიზაციაში ამკვიდრებს სისტემური მიდგომის პრინციპებს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომპანიის საერთო შედეგიანობას.

 

ჩვენ პროფესიონალთა გუნდს შეუძლია დაგეხმაროთ ISO 14001:2015 დანერგვაში თქვენს კომპანიაში. ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები.


 

მსგავსად ISO 14001:2015 სტანდარტისა, არსებობს სხვა გარემოს მენეჯმენტის სტანდარტები, როგორებიცაა ISO 14090:2019 - ადაპტაცია კლიმატის ცვლილებებთან, ISO 14068-1:2023 - კლიმატის ცვლილებების მენეჯმენტი და ა.შ. აღნიშნულ სტანდარტებსაც, გარდა იმისა, რომ დაფუძნებულია გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე და ხელს უწყობს გარემოს დაცვას, მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ორგანიზაციებისთვისაც.


ყოველივე აქედან გამომდინარე, გარემოს მენეჯმენტის სტანდარტები მხოლოდ გარემოს დასაცავად არ არის კარგი, ის ბევრ რამეში თავად კომპანიასაც ეხმარება. დანახარჯების და რისკების შემცირება, რეპუტაციის ზრდა, კორპორაციული პასუხისმგებლობის წარმოჩენა, სისტემური მიდგომა, პროცესების გაუმჯობესება - ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია იმ სარგებლისა, რომელსაც კომპანია იღებს გარემოს მენეჯმენტის სისტემების დანრგვით.


გარდა საერთაშორისო სტანდარტებისა, მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება საკუთარ ბიზნეს საქმიანობაში ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ბიზნესის ვალდებულებაა. სწორედ ამიტომ, 2023 წლის ISO Consulting-ი გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე გახდა. აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals



コメント


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page