top of page

ნარჩენების ეფექტური მართვა

დღეს-დღეისობით არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებით დიდ ქვეყნებში, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე სამრეწველო ნარჩენები უზამრაზარ მასშტაბებს აღწევს. ნაგავსაყრელები იკავებენ მიწის საკმაოდ დიდ ფართობს, აბინძურებენ ნიადაგს, ატმოსფეროსა თუ წყლის რესურსებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა დაავადებებისა და ეპიდემიების გამომწვევი მიზეზია. შესაბამისად, მსოფლიოს სჭირდება ნარჩენების მართვასთან სწორი მიდგომა, რათა უამრავი პრობლემა აიცილოს თავიდან.



2005 წელს იაპონიაში გაჩნდა იდეა 3R -ის დანერგვასთან დაკავშირებით, რომელის მთავარი მიზანიც ნარჩენების სწორი მართვა იყო. 3R სამი სიტყვის პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს: Reduce - შემცირება, Reuse - ხელახალი გამოყენება, Recycle - გადამუშავება.

შემცირების (Reduce) მთავარი მიზანი საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ნარჩენების შემცირებაა. მისი მიზანია შევიძინოთ ოპტიმალური რაოდენობის სურსათი თუ საქონელი, რათა ჭარბი ნარჩენების წარმოქმნა არ მოხდეს.

ხელახალი გამოყენება (Reuse) გულისხმობს უკვე გამოყენებული მეორადი ნივთების ხელახლა გამოყენებას. მაგალითად მინის ბოთლების უკან საწარმოში ჩაბარება მისი ხელახლა გამოყენებისთვის. ამ დროს იზოგება ფული, ენერგია და რესურსები, რადგან არ ხდება პროდუქტის ტექნოლოგიური დამუშავება.

გადამუშავება (Recycle) ამ დროს ხდება მეორადი ნივთების ტექნოლოგიური დამუშავება და მიიღება სხვა პროდუქტი. მისი მტავარი უპირატესობა ნედლეულისა თუ რესურსების მოხმარების შემცირებაა, რადგან ხდება უკვე არსებული ნივთის დამუშავება. მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში კანონმდებლობა ავალდებულებს ევროკავშირის მოქალაქეებს ნარჩენები დაახარისხონ 7 ტიპად: ალუმინი, მუყაო, ქაღალდი, მინა, პლასტმასი, ფოლადი და ხის ნაკეთობა.

თანამედროვე ლიტერატურაში 3R - ს კიდევ 2 პრინციპი დაემატა და გახდა კიდევ უფრო სრულყოფილი. აქედან პირველი ენერგიად გარდაქმნაა (Energy Recovery) - რომლის დროსაც ხდება ნარჩენების სპეციალური ტექნოლოგიებით დამუშავება და ენერგიის მიღება. ხოლო მეორე პრინციპი განთავსება (Disposal) - გულისხმობს ნარჩენების განთავსებას მიწის ზედაპირზე სპეციალურ მეთვალყურეობასთან ერთად.

საბოლოო ჯამში კი ნარჩენების მართვის იერარქიას შემდეგი სახე აქვს:

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ISO) შეიმუშავა მთელი რიგი სტანდარტები, რომლებიც მსოფლიოს ნარჩენების უკეთ მართვაში დაეხმარება. მათ შორისაა: ISO 15270:2019 - პალსტმასას ნარჩენების ხელახალი გამოყენების სახელმძღვანელო, ISO/TC 297 - ნარჩენების მოგროვებისა და ტრანსპორტირების მენეჯმენტის სისტემა და ა.შ.

ნარჩენების მართვა და საქართველო

ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, სადაც შესაბამის დონეზე არ არის განვითარებული ნარჩენების შეგროვების სისტემა, განსაკურებით კი სოფლად, რის გამოც მრავალი ადამიანი ნაგავს ხელოვნურად მოწყობილ ნაგავსაყრელებში, მდინარეებში ან ხეობებში ყრის. მაგალითად, 2015 წელს საქართველოში დაახლოებით 900 ათასი ტონა ნარჩენი წარმოიქმენა, საიდანაც ოფიციალურ ნაგავსაყრელებში 700 ათასი ტონა მოხდვა.


მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში ვითარება შედარებით გამოსწორდა."საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" მიერ 2013 - 2022 წლებში 31 ნაგავსაყრელი კეთილმოეწყო, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ნაგავსაყრელების მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების ხარისხი. ამჟამად კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 54 ნაგავსაყრელს მართავს. ასევე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ფინანსურ მხარდაჭერას უწევს პროგრამას „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ რომელიც ეხმარება ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს ჩამოაყალიბონ ნარჩენების მართვის მართებული სისტემა ორ სამიზნე რეგიონში - კახეთსა და აჭარაში.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


ჩვენ წარმოვადგენთ პროფესიონალი კონსულტანტების, ექსპერტებისა და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს ISO სტანდარტების შესაბამისად კონლუნტაციების, ტრენინგების და შეფასების მისაწოდებლად. ჩვენ გთავაზობთ შედეგზე ორიენტირებულ სტრუქტურულ და სისტემურ საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, მართოთ თქვენი ორგანიზაციის სისტემა და რისკები, რათა გააუმჯობესოთ და დაიცვათ მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა.

დაგვიმეგობრდით Facebook-ზეც, რათა შეიტყოთ მეტი საინტერესო ინფორმაცია


Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page