ნარჩენების ენერგიად გარდაქმნა და ახალი ISO სტანდარტები
საინტერესოა ერთხელ თუ მაინც დავფიქრებულვართ, თუ რამდენ კილოგრამ ნაგავს ვყრით თუნდაც ერთი დღის განმავლობაში. ეკონომიკისა და კეთილდღეობის ზრდასთასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტ პროდუქციას მოვიხმართ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოთხოვნას. მოთხოვნის ზრდა კი ნიშნავს კიდევ უფრო მეტი სათბური აირის გამოყოფას და მეტ ნარჩენს, რომელიც მნიშვნელოვნად აბინძურებს გარემოს და ცვლის მას. მაგალითად, უახლესი მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიო ოკეანეში მილიონობით ტონა პლასტმასა ხვდება, წყლის ზედაპირი იფარება უზარმაზარი პლასტმასას კუნძულებით, რომელიც საფრთხეს უქმნის წყალქვეშა სამყაროს. გარდა ამისა, საყურადღებოა ისეთი ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს და უკონტროლოდ ხვდებიან გარემოში. ეს ყოველივე ერთად კი წარმოშობს უზარმაზარ ნაგავსაყრელებს, რომლებიც იკავებენ საკმაოდ დიდ ტერიტორიას, ქმნიან სხვადასხვა სახის ინფექციების განვითარებს რისკს და აბინძურებენ მიწისქვეშა წყლებსა თუ ნიადაგს. ასე რომ, მოცდის დრო ნამვილად აღარაა - სანამ ამ პატარა აბზაცს კითხულობდით, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ტონა ნარჩენი უკონტროლოდ მოხვდა სხვადსხვა ნაგავსაყრელზე, მდინარეში, მსოფლიო ოკეანეში და ა.შ. შესაბამისად მსოფლიოს სჭირდება ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც მნიშველოვან დახმარებას გაუწევს აღნიშნული გამოწვევის დამარცხების გზაზე.
როგორც უკვე ვახსენეთ, მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების უმეტესობაში არ ხდება ნარჩენების ეფექტური მართვა და ნაგავსაყრელთა ზომაც უკონტროლოდ იზრდება, რაც მძიმე დარტყმას აყენებს ეკოლოგიას. მაგალითად, აფრიკულ სახელმწიფო განაში არსებობს კონტინენტზე ყველაზე უფრო დიდი ელექტრონული დანადგარების ნაგავსაყრელი, სადაც პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან ხვდება ყველანაირი სახის დაზიანებული ელექტონული მოწყობილობა. სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებს ისიც, რომ ადგილობრივები წვავენ ამ დანადგარებსა თუ კაბელებს, რათა მიიღონ სპილენძი თუ სხვა მეტალები. წვა კი ხდება ღია წესით, ყოველგვარი რეგულაციის დაცვის გარეშე. არასრული წვის გამო კი საშიში ქიმიური ნივთიერებებით ბინძურდება როგორც ნიადაგი, ისე ატმოსფერო, რაც ადგილობრივთა ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში დიდი პრობლემაა ნაგავსაყრელების არასაკმარისი რაოდენობა, რის გამოც ხალხი ნაგავს პირდაპირ მდინარეებში ყრის. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ინდონეზიაში, ასევე ინდოეთში, სადაც უკიდურესადაა დაბინძურებული ისეთი დიდი და ცნობილი მდინარეები, როგორიცაა ინდი, განგი, იამუნა და სხვა. ასევე, საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მდინარეების წყალი გამოიყენება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მოსარწყავად, რის გამოც მრავალი საშიში ქიმიური ნივთიერება შესაძლოა მოხვდეს საკვებში და გამოიწვიოს საკვებისმიერი მოწამვლა. მაგალითად, ინდონეზიაში, მდინარე სიტარუმის სიახლოვეს მცხოვრები ბავშვების ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ ორგანიზმში რამდენიმე მძიმე მეტალის დონე დასაშვებ ნორმას რამდენჯერმე აღემატებოდა, რაც რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს მათ გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებას.
*ფოტოზე: საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული მდინარე განგი ინდოეთში (ფოტო: "newsclick")
როგორც ვხედავთ, ერთი მოუგვარებელი პრობლემა წარმოშობს მრავალ სხვა პრობლემებს, რომლებიც ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული და საფრთხეს უქმნიან არამარტო პლანეტის ეკოლოგიას, არამედ ადამიანთა ჯამრთელობასაც. სწორედ ამიტომ, მრავალი ორგანიზაცია მუშაობს იმაზე, რომ შეამცირონ მათი ზემოქმედება გარემოზე, მოახდინონ ნარჩენების გადამუშავება და წარმოება გახადონ უფრო ეფექტური. თუმცა მხოლოდ მათი მუშაობა საკმარისი არაა - ყოველდღიურად მილიონობით ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი მაინც წარმოიქმნება, რომელიც მნიშვნელოვნად აბიძნურებს გარემოს. აქედან გამომდინარე, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს იმაზე, რომ ეს ნარჩენები არა უბრალოდ ნაგავსაყრელზე, არამედ სპეციალურ საწარმოებში აღმოჩდნენ, სადაც მოხდება მათი დამუშავება და ენერგიის მიღება. ეს არამხოლოდ აღმოფხვრის ნარჩენების მართვის პრობლემას, არამედ დააკმაყოფილებს მსოფლიოში მზარდ მოთხოვნას ენერგიაზე. ამ ნაბიჯით მსოფლიოს შეუძლია 2 კურდღელი ერთდოურლად დაიჭიროს და ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად აიმაღლოს. ISO-ს შემუშავებული აქვს მრავალი სტანდარტი, რომელთა მიზანია ნარჩენების ეფექტური მენეჯმენტი. მაგალითად, საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 297 კომიტეტი უკვე წლებია ამ სფეროში მუშაობს და უკვე შემუშავებული აქვს 4 საერთაშორისო სტანდარტი და ამჟამად 20 ახალ სტანდარტზე მუშაობს. აღნიშნული კომიტეტი საკუთარი საქმიანობით გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან 6 მათგანის განხორციელებას უწყობს ხელს, რომელთა შორისაცაა: მესამე მიზანი - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, მეექვსე მიზანი - სუფთა წყალი და სანიტარია, მეთერთმეტე მიზანი - მდგრადი ქალაქები და დასახლებები, მეცამეტე მიზანი - კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები და ა.შ. გაერომ ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში წარადგინა აღნიშნული სამოქმედო გეგმა - მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც მიზანად ისახავენ კავობრიობის წინაშე არსებული გამოწვევების 2030 წლისთვის დამარცხებას. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიას.
გარდა ნარჩენების შეგროვების ეფექტური მენეჯმენტისა, ISO-მ შეიმუშავა რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტი, რომლებიც ხელს უწობენ ნარჩენებისგან მიღებული ალტერნატიული საწვავის უსაფრთხო და ეფექტურ წარმოებასა თუ ტრანსპორტირებას განურჩევლად კომპანიის ზომისა და კიდევ სხვა მახასიათებლებისა. ასეთ სტანდარტებს შორისაა ISO 21912 სტანდარტი, რომელიც იძლევა მითითებებს ნარჩენებისგან მიღებული ალტერნატიული საწვავის უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და შენახვაზე. ISO 21645 სტანდარტი კი იძლევა მითითებებს ალტერნატიული საწვავის წარმოების თითოული ეტაპის შესახებ. მისი დახმარებით შესაძლებელია წარმოების დროს შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა.
აღნიშნული სტანდარტები შემუშავებულია საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 300 კომიტეტის მიერ, რომელიც შეიქმნა 2015 წელს და ამ დროის განმავლობაში უკვე შეიმუშავა 11, ხოლო ამჟამად 5 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს. კომიტეტი საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების 5 მიზანს.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments