მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობა
ძვ.წ. 5000 წელს მსოფლიოში დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მაშინ მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ მონადირე-შემოგროვლებლურ ცხოვრების წესს მისდევდა. ისინი იშვიათად ბანაკდებოდნენ ერთ ადგილას დიდხანს, დროს უმეტესად ატარებდნენ მოგზაურობაში. თავს კი ნადირობითა და შემგროვლებლობით ირჩენდნენ. ცხოვრების ასეთი წესი დამახასიათებელი იყო პირველყოფილი ადამანებისთვის და მილიონოით წლის განმავლობაში ჩვენი უძველესი წინაპრები სწორედ ასე ცხოვრობდნენ. სასოფლო-სამეურნეო რევოლუციის შემდეგ კი ბევრი რამ შეიცვალა. ადამიანმა ისწავლა ბუნებასთან ერთად უკეთესად ცხოვრება, მოიშინაურა ცხოველები, დაიწყო სხვადახვა სახის მარცვლეულის კულტივაცია და გახდა მიწასთან მიჯაჭვული, როგორც გადატანითი, ისევე პირდაპირი მნიშვნელობითაც, რადგან დასახლდა ერთ ადგილას და ხელი აიღო მუდმივ მოგზაურობაზე. ამ ყველაფერმა კი განაპირობა მოსახლეობის რაოდენიბის სწრაფი ზრდა. თითქოს სასოფლო-სამეურნეო რევულუციამ საკუთარ თავს თავადვე გამოუძებნა დანიშნულება, რადგან გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობა ნიშნავდა მოთხოვნას უფრო მეტ საკვებ რესურსზე, უფრო მეტი საკვებიო რესურსის წარმოება კი სწორედ რომ სოფლის მეურნეობის დახმარებით იყო შესაძლებელი.
თუ უძველესი პასაჟებიდან თანამედროვე დროში გადმოვინაცვლებთ, მალევე აღმოვაჩენთ, რომ მსოფლიო მოსახლეობა 7.8 მილიარდ ადამიანს აჭარბებს, ხოლო თუ წარმოვიდგენთ მოსახლეობის ზრდის მრუდს უძველესი დროიდან დღემდე, მარტივად შევამჩნევთ ამ მრუდის ექსპონენციალურ ფორმას, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: მსოფლიო მოსახლების ზრდის ტემპი წლიდან წლამდე ჩქარდება. სწორედ ექსპონენციალურ ზრდაზე ამახვილებდა ყურადღებას ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, დემოგრაფი და ეკონომისტი თომას რობერტ მალთუსი იგი თვლიდა, რომ კაცობრიობას გადაშენება ემუქრებოდა, რადგან საარსებო საშუალებების ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად უსწრებდა წინ მოსახლეობის ზრდის ტემპი. ამ თემაზე მეცნიერმა სამეცნიერო ნაშრომიც კი დაწერა "ტრაქტატი მოსახლეობაზე" და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი მალთუსიანელობის თეორიას.
ყოველივე აქედან გამომდინარე, შეიძლება დაასკვათ, რომ მსოფლიოს წინ გარდაუვალი საფრთხე ემუქრება და მომავალი თაობები განწირულია ქაოსისთვის. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად როდია. მალთუსი მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწეობდა, ხოლო ნაშრომი 1778 წელს გამოაქვეყნა, თუმცა დღემდე მისი არცერთი წინასწარმეტყველება არ ახდა და არც მომავალში ახდება, რადგან კაცობრიობას უკვე დიდი ხანია მიაგნო გზას, რომლის დახმარებითაც ამ საფრთხეების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გზაზე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავებაა. 17 მიზნისა და 169 ამოცანისგან შემდგარი სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება მსოფლიოს დაამარცხოს სიღარიბე, შიმშილი, სასმელ წყალთან ხელმიუწვდომლობა და ა.შ.
რაც შეეხება მსოფლიო მოსახლეობის სწრაფ ზრდას. სანამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ვიფიქრებთ, პირველ რიგში საჭიროა გავაანალიზოთ თუ რა არის ამ ზრდის მიზეზი. არსებობს მოსახლეობის აღწარმოების 4 ფაზა:
პირველი ფაზა გულისხმობს მაღალი შობადობისა და სიკვდილიანობის დონეს. მოსახლეობის აღწარმოების ასეთი ტიპი დამახასიათებელი იყო ინდუსტრიულ რევოლუციამდე ხანისთვის, როდესაც იყო პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტი, ანტისანიტარიის მაღალი დონე, სამედიცინო სფეროს არასაკმარისი განვითარების დონე და ა.შ. ოჯახები იძულებულნი იყვნენ გაეჩინათ ბევრი ბავშვი, რაგდან იქიდან ზრდასრულობის ასაკს რამდენიმეს მაინც მიეღწია.
მეორე ფაზის დროს, მნიშვნელოვნად მცირდება სიკდილიანობა, რაც იწვევს მოსახლეობის ზრდის ბუმს. ინდუსტრიულმა რევოლუციამ მსოფლიოს ბევრი ბენეფიტი მოუტანა, მათ შორის ერთ-ერთი იყო პირველადი მოხმარების საგნების მასობრივი წარმოება, რამაც მნიშვნელოვნად გაუმარტივა ცხოვრება ადამიანებს. გაიზარდა ცხოვრების დონე, შემცირდა ანტისანიტარიის მაჩვენებელი, რის გამოც უკვე ყველა ბავშვი აღწევდა ზრდასრულობის ასაკს.
მესამე ფაზა გულისხმობს შობადობის დონის დასტაბილურებას, ოჯახები უკე აღარ აჩენდნენ ბევრ ბავშვს, რის გამოც მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის სწრაფი ზრდა და პროცესებმა დაიწყო დასტაბილურება.
ამ ყველაფერს კი მივყავართ პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე - მეოთხე ფაზამდე, რომლის დროსაც ადამიანები უფრო დიდი ყურადღებით არჩევენ ოჯახის შექმნის სწორ დროს, ქალები ორიენტირებული გახდნენ კარიერაზე, წინ წამოიწია მშრომელი, წარმატებული ქალის ტრენდმა, რის გამოც მოსახლეობის რაოდენობამ დაიწყო ნელ ნელა შემცირება.
მოსახლეობის აღწარმოების ეს ფაზები დამახასიათებელია ნებისმიერი საზოგადოებისა თუ ქვეყნისთვის. ევროპის მოსახლეობა ნელ-ნელა მცირდება იმიტომ, რომ იქ არსებულმა ქვეყნებმა უკვე მიაღწიეს მეოთხე ფაზას. მსგავსი სიტუაციაა საქართველოშიც. აფრიკაში მოსახლეობის ზრდის ბუმია, რადგან კონტინენტზე ახლა მიმდინარეობს ის პროცესები, რომელიც დანარჩენმა მსოფლიომ უკვე დიდი ხნის წინ გაიარა. როგორიცაა ცხოვრების დონის ზრდა, მედიცინის განვითარება, პირველადი მოხმარების საგნებზე ხელმისაწვდომობა და ა.შ.განვითარებასთან ერთად, ყველა ქვეყანა აუცილებლად მიაღწევს მოსახლეობის აღწარმოების მეოთხე ფაზას. ეს უბრალოდ დროის ამბავია. უახლესი გათვლებით, მსოფლიოს მოსახლეობა 13 მილიარდ ადამიანს არასდროს გადააჭარბებს და ამის მიზეზი იქნება არა ომები, არამედ პროგრესი.
მიუხედავად ამისა, მსოფლიო მაინც დიდი გამოწვევის წინაშე დგას - მსოფლიოში უმარავი ადამიანი შიმშილობს, ყოველწლუირად იზრდება საკვებ რესურსებზე მოთხოვნა და იზრდება თავად მოსახლეობის რაოდენობაც. შესაბამისად, საჭიროა საკმაირი რაოდენობის საკვები რესურსის წარმოება, რაც შეუძლებელია სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების გარეშე. სწორედ ამიტომ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შემადგენლობაში შედის ISO/TC 23/SC 19 კომიტეტი, რომელიც ორინეტირებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარებაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მწარმოებლურობის დონეს. კომიტეტი დაარსდა 1990 წელს და არსებობის ისტორიაში შეიმუშავა 47 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 16 ახალ სტანდარტზე მუშაობს.
გარდა ამისა, ISO-მ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც აღწერს, თუ როგორ ეხმარება სოფლის მეურნეობას ახალი ტექნოლოგიები საწარმოო სიმძლავრეების ზრდასა და ხარჯების შემცირებაში. მართლაც, კომპიუტერული ტექნოლოგიებით აღჭურვილ ფერმერს შეუძლია მისი შრომის მწარმოებლურობა მნიშვნელოვნად გაზარდოს, იმუშაოს გაცილებით უფრო ეფექტურად, ნაკლებად დააზიანოს ეკოლოგია, საკუთარი შრომით შეამციროს მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელი და მალთუსის თეორიის სიმცდარეს კიდევ ერთხელ მოჰფინოს მზის შუქი.
ორგანიზაციის ყურადღების მიღმა არც მცირე ფერმები დარჩენილა. მცირე ფერმები აწარმოებენ მსოფლიო სურსათის 80%-ს და ფლობენ სასოფლო-სამეურნეო მიწების 75%-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქედან გამომდინარე, თუ ისინი გაზრდიან წარმოების დონეს და აწარმოებენ უვნებელ სურსათს, მსოფლიოში შიმშილის დამარცხების გზაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ. ISO უკვე მუშაობს ამ თემაზე და შემუშავებული აქვს სხვადასხვა სტანდარტები მათ მხარდასაჭერად. მათ შორის ერთ-ერთია ISO 34101 სერიის საერთაშორისო სტანდარები, რომელთა მიზანია კაკაოს წარმოების ხელშეწყობა. ასევე, აღნიშნულ ორგანიზაციას შემუშავებული აქვს გაიდლაინი სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ორგანიზაციებისა თუ ფერმებისთვის.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments