კომპანიამ ,,ლურჯი მოცვი საქართველოდან'' გაიარა სერტიფიცირება GLOBALG.A.P და GRASP მოთხოვნების შესაბამისად
2024 წლის 19 ივლისს შპს-მ "ლურჯი მოცვი საქართველოდან" კომპანია "ISO Consulting"-ის დახმარებით წარმატებით გაიარა GLOBALG.A.P. v.5.4-1 და GRASP v.1.3-1-i სერტიფიცირება.
კომპანია ,,ლურჯი მოცვი საქართველოდან“ 2021 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში დაარსდა. 2022 წელს კი მოცვის პლანტაცია 25 ჰექტარზე გაშენდა. მოცვის პლანტაციაში არსებული ნერგების დასახელებებია Legacy, Hannas'Choise, New Hanover და სხვა.
Global.G.A.P.-ის აუდიტის საშუალებით, კომპანიამ შეძლო უვნებელი პროდუქტის შენარჩუნება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ისე, რომ თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.
ISO Consulting-ის გუნდი მოხარულია, რომ წვლილი შეაქვს ბიზნესის განვითარებაში და მრავალ წარმატებას უსურვებს კომპანიას ,,ლურჯი მოცვი საქართველოდან.''
Comments