top of page

ინკლუზიური ტურიზმი და ISO სტანდარტები

ინკლუზიური განვითარება ის ტერმინია, რომელიც მრავალ ქვეყანაში ჯერ არ დამკვიდრებულა ან ახლა მკვიდრდდება. არადა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით ერთ მილიარდ ადამიანს აწუხებს გარკვეული ტიპის შეზღუდული უნარები და მათთვის უმნიშვნელოვანესია ხელშეწყობა, რათა თავი იგრძნონ, როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრებმა. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობები ხომ არ არსებობს, რადგან ის მხოლოდ ჩვენ გონებაში არსებობს და არსად სხვაგან.

ინკლუზიური განვითარება არც ჩვენი ქვეყნისთვისაა უცხო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საქმეა წინ, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში, რადგან ტურისტული ადგილების უმეტესობა არ არის ადაპტირებული შშმ პირების მოთხოვნებზე, რაც მათ მნიშნელოვნად დისკომფორტს უქმნის. მსგავსი სიტუაცია გვხდება მსოფლიოს მრავალ წერტილში და თავისუფლად შეგვიძლია იმის თქმაც, რომ საემე გვაქვს გლობალურ პრობლემასთან, რომლის მოსაგვარებლად აუცილებელია კომპლექსური მუშაობა. ამ უკანასკნელში კი იგულისხმება გიდების შესაბამისი გადამზადება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ინკლუზიური ტურისტული სააგენტოების შექმნა და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში უკვე არსებობს ასეთი ტიპის ტურისტული სააგენტოები, რომლებიც უწევენ მომსახურებას, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ ტურისტ შშმ პირებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბათუმში შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული პლაჟის გახსნა, რომელიც გულისხმობს ადაპტირებული ბილიკის მოწყობას, საშხაპეს, გასახდელს და სპეციალურ ტივტივა ეტლებს. მათ მომსახურებას გაუწევს სპეციალურად მომზადებული პერსონალი.


* ადაპტირებული ტივტივა ეტლები ბათუმის პლაჟზე (ფოტო: ბათუმის ბულვარი)


ინკლუზიური ტურიზმის განვითარება უცხო თემა არც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვისაა, რომელიც უკვე წლებია მუშაობს აღნიშნულ საკითზე და შემუშავებული აქვს უამრავი საერთაშორისო სტანდარტი, რომელთა შორის ერთ-ერთია ISO 21902. აღნიშნული სტანდარტის მიზანია ასაკისა თუ შესაძლებლობის მიუხედავად ყველა ადამიანმა შეძლოს სრულფასოვანი ტურისტული მომსახურების მიღება. აღნიშნული სტანდარტის შემუშავებაში ჩართული იყო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც, რომლის წარმომადგენლის Marina Diotallevi-ის განცხადებით ინკლუზიური ტურიზმის განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი აღნიშნულ სფეროში ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობაა:


"ეს ბარიერები ხშირად გამოწვეულია ტურიზმის სფეროში ცოდნისა და ტრენინგის ნაკლებობის გამო, რაც ყოველგვარ აზრს უკარგავს ყველანაირ მცდელობას მივაწოდოთ ასეთ ადამიანებს შესაბამისი მომსახურება" - Marina Diotallevi

ISO 21902 საერთაშორისო სტანდარტი შემუშავებულია საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალებით დაკომპლექტებული ISO/TC 228 ტექნიკური კომიტეტის მიერ, რომელიც შეიქმნა 2005 წელს და არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 38, ხოლო ამჟამად 11 ახალ სტანდარტზე მუშაობს. ასევე, აღნიშნულ ტექნიკურ კომიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების გზაზე.



 

ISO Consulting - Professionals for Professionals



Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page