დასუფთავება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში
სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკებისა და ნორმების ჯეროვნად დაცვა ნებისმიერი საზოგადოებრივი კვების ობიექტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი: სათანადო დასუფთავება და დეზინფექცია შეამცირებს სურსათისმიერი დაავადების გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობას უვნებელ დონემდე. ამავე დროს, მნიშვნელოვნად შემცირდება ჯვარედინი დაბინძურების რისკებიც. ყოველივე ეს დაგვეხმარება თავიდან ავირიდოთ სურსათისმიერი მოწამვლის შემთხვევები. აქედან გამომდინარე საინტერესოა, თუ რა წესები და რეკომენდაციები უნდა დავიცვათ ამისთვის?
რას სჭირდება დასუფთავება და დეზინფექცია?
საზოგადოებრივ კვების ობიექტზე, აუცილებელია, რომ ყველა მოწყობილობა და ზონა იყოს შენარჩუნებული სუფთა მდგომარეობაში. ასევე, უნდა მოხდეს იმ მოწყობილობისა და ზედაპირების სათანადო დეზინფექცია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ან არაპირდაპირ შეხებაში მოდიან სურსათთან. ასეთი მოწყობილობები და ზედაპირები შეიძლება იყოს:
მოწყობილობა და ინვენტარი, რომლებიც შეხებაში მოდიან სურსათთან. მაგალითად, სამუშაო ზედაპირები, საჭრელი დაფები, თაროები, თიხის ჭურჭელი, სხვადასხვა ინვენტარი, შესანახი კონტეინერები, ქვაბები, დანა-ჩანგლები, კოვზები და სხვა.
ზედაპირები, რომლებიც შესაძლოა არ მოდიოდეს სურსათთან პირდაპირ შეხებაში. მაგალითად მაგიდების ზედაპირები და კედლები, რომლებზეც შესაძლოა ხვდებოდეს შხეფები.
ინვენტარი, რომელიც შესაძლოა არ მოდიოდეს სურსათთან პირდაპირ შეხებაში, მაგალითად: ნიჟარები, ხელსაბანები, ონკანები და ისეთი ინვენტარი, რომელსაც პერსონალი ხშირად ეხება. მაგალითად: მაცივრის/ საყინულის სახელურები, ჩამრთველები, ტელეფონები, სალარო აპარატები და ა.შ. ეს ინვენტარი შესაძლოა გახდეს ჯვარედინი დაბინძურების წყარო თუ გამოიყენება იმ პერსონალის მიერ, რომლებიც ეხებიან როგორც ნედლ, ასევე, მზა სურსათს. რეგულარულად გარეცხეთ/გაამშრალეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ნივთებს, რომლებსაც პერსონალი ხშირად ეხება, მაგალითად კარების სახელურებს, ჩამრთველებს, ქილების სახსნელებს და ა.შ.
ასე მნიშვნელოვანია სათანადოდ დასუფთავდეს მაცივარი. უმჯობესია მისი დასუფთავება მოხდეს მაშინ, როდესაც მასში მცირე რაოდენობით საკვები პროდუქტი იქნება. სხვა შემთხვევაში აუცილებელია სურსათი გამოვიღოთ მაცივრიდან და მოვათავსოთ გრილ ადგილზე თავდახურულ მდგომარეობაში. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ისეთი ინვენტარის დასუფთავების სიხშირეს, რომელთაც სჭირდებათ ნაწილების დაშლა/მოხსნა. ასეთი ტიპის ინვენტარი დასასუფთავებლად უფრო რთულია, თუმცა, მათი სათანადო დასუფთავება აუცილებელია მიკრობებით დაბინძურების პრევენციისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ დასუფთავების დროს სურსათი გაიტანოთ დასასუფთავებელი ზონიდან/მოწყობილობიდან ან შეინახოთ თავდახურულ მდგომარეობაში, რათა მოახდინოთ დაბინძურების, ბაქტერიების ან ქიმიური საშუალებების სურსათში მოხვედრის პრევენცია.
იატაკის, კედლების, ჭერის დეზინფექცია არ არის აუცილებელი გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი წარმოქმნიან სურსათის დაბინძურების რისკს, თუმცა, მათი დასუფთავება აუცილებელია. ღუმელები მაღალ ტემპერატურაზე მუშაობენ, შესაბამისად, მათი დეზინფექცია არ არის აუცილებელი.
ცოდნის გაღრმავება სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკების მიმართულებით
გარდა ზემოთჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, არსებობს სხვა მრავალი პრინციპი, რომელთა ზედმიწევნით დაცვა აუცილელია უვნებელი სურსათის მოსამზადებლად. ჩვენს პროფესიონალთა გუნდს სხვადასხვა ტრენინგის დახმარებით შეუძლია გაგიწიოთ მომსახურება ამ მიმართულებით. გაეცანით ჩვენს ტრენინგებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments