top of page

,,ბლუ ფილდმა'' გაიარა სერტიფიცირება GLOBALG.A.P. მოთხოვნების შესაბამისად

შპს ,,ბლუ ფილდმა'' 2024 წლის 15 ივლისს ISO Consulting-თან თანამშრომლობის შედეგად, გაიარა GLOBALG.A.P. v.5.4-1 სერტიფიცირება და დანერგა ისეთი სისტემა, რომლითაც ხელი შეუწყო სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას. კომპანია უკვე მეორე წელია მყარად ინარჩუნებს აღნიშნულ სერთიფიკატს.


კომპანია 2020 წელს დაარსდა. ბლუ ფილდს მოცვის პლანტაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 18 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია მუდმივად ზრუნავს, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. მოცვი ექპორტზეც გადის და შედგება ისეთი მრავალფეროვანი ჯიშებისაგან, როგორებიცაა "Star", "Legacy", "Bluegold" და სხვა.


ISO Consulting-ისა და ბლუ ფილდის თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიამ მიიღო ისეთი გამოცდილება, რომელსაც Global.G.A.P.-ის აუდიტი აძლევს ფერმერებს, კერძოდ, უვნებელი პროდუქტის შენარჩუნება, თანამშრომლების უსაფრთხოება, სამუშაო სივრცეში ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვა და სხვა მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავება.


ISO Consulting-ის გუნდი მოხარულია, რომ წვლილი შეაქვს ბიზნესის განვითარებაში და კიდევ არაერთ წარმატებას უსურვებს კომპანია ბლუ ფილდს.



GLOBALG.A.P-ს (ყოფილი EUREPGAP), ის არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და აგრო-ქიმიური შენატანების მინიმიზაციის საშუალებას.


GLOBALG.A.P სერტიფიკაციით თქვენ შეძლებთ:

  • მიიღოთ უვნებელი პროდუქტი და დანერგოთ მიკვლევადობის სისტემა

  • შეინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო (მათ შორის ბიომრავალფეროვნება)

  • შეინარჩუნოთ თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

  • დაიცვათ ცხოველები

  • შექმნათ მოსავლის ინტეგრირებულ მენეჯმენტი (ICM), მავნებლების ინტეგრირებული კონტროლი (IPC), ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS), საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP).

ჩვენი ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, Lloyd's-ის მიერ და მათი მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, ქართველი ტრენერების მეირ.






10 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page