top of page

ახალი ISO 50004:2020 სტანდარტი და ენერგოეფექტურობა

კაცობრიობა წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს. ფაქტიურად, ჩვენი ყოველდღიურობა თანამედროვე დანადგარების გარეშე უკვე წარმოუდგენელია, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ დედამიწის რესურსები ამოწურვადია და მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლია მოგვამარაგოს საჭირო ოდენობის რესურსებითა თუ ენერგიით. სწორედ ამიტომ, წინა პლანზე წამოიწია ენერგიეფექტურობის ცნებამ, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში, როდესაც ყოველ წელს ენერგიის მოხმარების ახალ-ახალი რეკორდები მყარდება. ასევე უმნიშვნელოვანესია განახლებადი ენერგიის სრული ათვისება, რადგან მაშინ, როდესაც დედამიწის წიაღისეული სრულად ამოიწურება, მთლიანად განახლებად ენერგიაზე მოგვიწევს გადართვა, როგირცაა: წყლის, ქარის, გეოთერმული, მზის ენერგია თუ სხვა. საინტერესოა როგორ უნდა დავნერგოთ ენერგეფექტურობა ჩვენს ცხოვრებაში და როგორ მოვუფრთხილდეთ ენერგიას?

სწორედ აღნიშნული გამწვევების გათვალისწინებით, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი ISO 50004:2020 სტანდარტი - ენერგიის მართვის სისტემები - სახელმძღვანელო ISO 50001 ენერგო მენეჯმენტის სისტემების დანერგვის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიებს, განურჩევლად მათი საქმიანობის პროფილისა თუ ზომისა, მნიშვნელოვნად შეამცირონ ენერგიის მოხმარების დონე ისე, რომ შეინარჩუნონ საწარმოო სიმძლავრეები. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიოში ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებლები სწორედ რომ საწარმოები არიან და აღნიშნული სტანდარტის დანერგვით, შესაძლებელია ენერგიის მოხმარების დონეზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა. ISO-ს წინასწარი პროგნოზით, მოცემულ სტანდარტს (ISO 50001) შეუძლია გავლენა მოახდინოს მსოფლიოს ენერგომოხმარების 60% -ზე.

აღნიშნული სტანდარტი შეიმუშავა დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ISO/TC 301 კომიტეტმა, რომელიც მუშაობს ენერგოეფექტურობისა და ენერგო მენეჯმენტის განხრით და წლების განმავლობაში უკვე შეიმუშავა 18 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 6 ახალ საერთაშორისო სტანდარტზე მუშაობს.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page