top of page

,,აგროველმა'' გაიარა სერტიფიცირება GLOBALG.A.P. მოთხოვნების შესაბამისად

შპს ,,აგროველმა'' 2024 წლის 3 ივლისს ISO Consulting-თან თანამშრომლობის შედეგად, გაიარა GLOBALG.A.P. v.5.4-1 სერტიფიცირება და დანერგა ისეთი სისტემა, რომლითაც ხელი შეუწყო სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას. კომპანია უკვე მეორე წელია მყარად ინარჩუნებს აღნიშნულ სერთიფიკატს.


შპს  „აგროველი“ 2020 წელს დაარსდა. პირველი პლანტაცია კი 2021 წელს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში გაშენდა. ამჟამად კომპანია 32 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციას ფლობს.   მოცვი ექსპორტზე გადის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. პლანტაციაში მუდმივად 20,  სეზონურად კი 300 დასაქმებულია.


Global.G.A.P.-ის აუდიტის საშუალებით, კომპანიამ შეძლო უვნებელი პროდუქტის შენარჩუნება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ისე, რომ თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.


ISO Consulting-ის გუნდი მოხარულია, რომ წვლილი შეაქვს ბიზნესის განვითარებაში და კიდევ არაერთ წარმატებას უსურვებს კომპანია აგროველს.






GLOBALG.A.P-ს (ყოფილი EUREPGAP), ის არის ევროპელი საცალო მოვაჭრეების მიერ დადგენილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანი ფერმის სისტემის უზრუნველყოფას, რაც იძლევა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და აგრო-ქიმიური შენატანების მინიმიზაციის საშუალებას.


GLOBALG.A.P სერტიფიკაციით თქვენ შეძლებთ:

  • მიიღოთ უვნებელი პროდუქტი და დანერგოთ მიკვლევადობის სისტემა

  • შეინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო (მათ შორის ბიომრავალფეროვნება)

  • შეინარჩუნოთ თანამშრომლების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

  • დაიცვათ ცხოველები

  • შექმნათ მოსავლის ინტეგრირებულ მენეჯმენტი (ICM), მავნებლების ინტეგრირებული კონტროლი (IPC), ხარისხის მენეჯმენტის სისტემა (QMS), საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP).

ჩვენი ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში, Lloyd's-ის მიერ და მათი მოწოდება შესაძლებელია ქართულ ენაზე, ქართველი ტრენერების მეირ.


38 views

Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page