ISO სტანდარტები გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ
2020 წელი მსოფლიოსთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ახალ ათწლეულში კაცობრიობამ მრავალი პრობლემით შეაბიჯა, რომელთა შორისაა: სიღარიბის მაჩვენებელი, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, ომები, ეკოლოგიური პრობლემები და ა.შ. მეტიც, ამ გრძელი სიის ჩამონათვალს კორონავირუსის პანდემია და ეკონომიკური კრიზისიც დაერთო, რის გამოც მნიშვნელოვად დამძიმდა მდგომარეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მკაცრი შეზღუდვები, პირბადე, ხელების ხშირი დაბანვა, ვაქცინაცია, თერმოსკრინინგი, კოვიდ ტესტები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მოგვიწია მეტი დრო გაგვეტარებინა სახლში გამოკეტილებს და იქიდან გვემუშავა ან გვესწავლა ონლაინ ფორმატში. ეს ყველაფერი კი, დროის გასვლასთან ერთად, ღრმა კვალს დატოვებს ჩვენს ისტორიასა თუ ყოველდღიურ ჩვევებში. მსოფლიო უიმედობისა და გაურკვევლობის ბურუსმა მოიცვა, რაც მძიმედ მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე. თუმცა, როგორც დარგის ექსპერტები გვარწმუნებენ, მალე ეს ბურუსი გაიფანტება და ჩვეულ ყოველდღიურობას დავუბრუნდებით, ეს მხოლოდ დროის საკითხია, რადგან ამ თემაზე მთელი მსოფლიო გაერთიანებული ძალისხმევით მუშაობს და როდესაც კაცობრიობა ასე ერთიანდება აუცილებლად აღწევს დასახულ მიზანს.
იმისთვის, რომ გლობალურ პრობლემებს ეფექტურად ვებრძოლოთ, პირველ რიგში აუცილებელია მოვახდინოთ ამ პრობლემების იდენტიფიცირება და გაანალიზება. მაგალითად, 2021 წლის დასაწყისში მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (World Economic Forum) გამოაქვეყნა გლობალური რისკების ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევები, რომლებიც აფერხებს მსოფლიოს სწორად განვითარებას. საბედნიეროდ, ამ გამოწვევებზე უკვე მრავალი ორგანიზაცია მუშაობს, რომელთა შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც. ამ უკანასკნელს არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს ათასობით საერთაშორისო სტანდარტი, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარება მსოფლიოს დაძლიოს არსებული გამოწვევები და გახდეს უფრო განვითარებული.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გლობალური რისკი:
ეკოლოგიური პრობლემები
აღნიშნული გამოწვევა მსოფლიოსთვის უცხო ნამდვილად არაა: უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც ადამიანმა თავისი ზემოქმედება ბუნებაზე მნიშვნელოვნად გაზარდა. აღნიშნული გამოწვეული იყო მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, ცხოვრების დონის ამაღლებით, ინდუსტრიული განვითარებით, ტექნოლოგიური პროგრესით, ბუნებრივი რესურსების ათვისებით და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ თითქოს სასწორის ერთ მხარეს განვითარებდა და პროგრესია, ხოლო მეორე მხარეს პლანეტის ეკოლოგია და ბუნებრივი მრავალფეროვნება. ანუ გამოდის, რომ შეუძლებელია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, რადგან მსოფლიო უარს ვერ იტყვის განვითარებასა და პროგრესზე, აღარ დაუბრუნდება გამოქვაბულს, რომელიდანაც უკვე დიდი ხნის წინ გამოვიდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, აღნიშნული დასკვნა მართებული არაა, რაც მრვალმა სხვადასხვა კვლევამაც დაადასტურა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ საკითხს სხვა კუთხით უნდა შევხედოთ და მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, მწვანე არქიტექტურა, განახლებადი ენერგიის წყაროები, ახალი ეკო მეგობრული დანადგარები და ა.შ.მათი დახმარებით შესაძლებელია განვითარების ტემპი არ შევამციროთ და ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედების მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად შევამციროთ.
ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია მუშობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც შემუშავებული აქვს ISO 14001 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები. აღნიშნული სტანდარტი წარმოადგენს ინტეგრირებულ მიდგომას გარემოს დაცვის მენეჯმენტის მიმართ. სტანდარტის გამოყენებით, ორგანიზაციას შეუძლია შეამციროს საკუთარი საქმიანობით გარემოზე ზემოქმედება, დააკმაყოფილოს საკანონმდებლო მოთხოვნები და გაზარდოს საქმიანობის მასშტაბები. ისო 14001 სტანდარტი შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა ორგანიზაციამ და მიიღოს უპირატესობები. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ გსურთ ითანამშრომლოთ ისეთ ორგანიზაციებთან ან კლიენტებთან, რომლებიც აფასებენ საქმიანობის პროცესში "მწვანე მიდგომებს", მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებთან.
COVID 19
უკვე 1 წელზე მეტია მსოფლიო პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს. 2020 წლის დასაწყისში ჩინეთში გამოჩნდა იქამდე ჯერ კიდევ უცნობი დაავადება, რომელიც ვრცელდებოდა სწრაფად, იწვევდა სხვადასხვა გართულებას და მალევე მოიცვა მოსახლეობის ფართო მასები. მსოფლიო პანიკაში ჩავარდა, მსოფლიო ლიდერებმა არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ, გაურკვევლობაში იყო ბიზნესი, დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ ამბობდნენ მეცნიერები. ვირუსი კი ვრცელდებოდა - ის მალევე გაცდა ჩინეთის საზღვრებს და გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ასევე სწრაფად დაიწყო გავრცელება. სწორედ აი ასე გამოცხადდა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მკაცრი კარანტინი და კომენდანტის საათი, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი და კაცობრიობასაც კიდევ ბევრი თავისტიკივილი გაუჩინა. თუმცა, როდესაც მსოფლიო ერთი მიზნისთვის ერთიანდება და ერთიანი ძალისხმევით ცდილობს გადაჭრას პრობლემა შეუძლებელი არაფერია. რისი გამოხატულებაცაა ის, რომ უკვე შექმნილია რამდენიმე ვაქცინა, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია პანდემიის წინააღმდეგ და შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. ვაქცინაცია ნამდვილად გახდება პანდემიის დასასრულის დასაწყისი და როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზედენტმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, გვირაბის ბოლოს ნამდვილად გამოჩნდა სინათლე და ეს სინათლე ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერდება. პანდემიის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელმაც უკვე შეიმუშავა ახალი სახლემძღვანელო ISO/PAS 45005, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სამუშაო ადგილის იმდაგვარი ორგანიზება, რომ კორონაცირუსის პანდემიამ მასობრივი გავრცელება ვერ შეძლოს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო ორგანიზაციამ რეკორდულად მცირე დროში, სულ რაღაც 3 თვეში შეიმუშავა.
*პანდემიამ ჩვენი ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად შეცვალა.
კიბერსუფართხოება
XXI საუკუნემ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი - განვითარდა ტექნოლოგიები, ინტერნეტ ქსელი, დაიხვეწა ძველი მიდგომები, გამარტივდა ჩვენი ცხოვრების წესიც: ახლა უკვე შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შევიძინოთ სასურველი ნივთი, გავეცნოთ ახალ ამბებს, მოვიძიოთ ინფორმაცია და ა.შ. ინტერნეტმა შეცვალა ეკონომიკის ყველა დარგი და გაამარტივა ინფორმაციის გაცვლა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ეკონომიკური ზრდა და შესაძლებელი გახადა საყოველთაო კეთილდღეობის სწრაფი ამაღლება. თუმცა, არსებობს სხვადასხვა გამოწვევები. განსაკუთრებით სხვადსხვა სახის კიბერდანაშაული, რომლის გამოც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ებმება თაღლითურ ქსელში და კარგავს გარკვეული რაოდენობის თანხას. მეტიც, მსოფლიოს მრავალ წერტილში არსებობს კარგად ორგანიზებული ჯგუფები, რომელიც ფიშინგის, ცრუ რეკლამების, ცრუ ზარების და კიდევ სხვა უამრავი მეთოდის საშუალებით ცდილობენ თაღლითურად გზით მოიპოვონ სხვადასხვა ადამიანის საბანკო მონაცემებზე წვდომა. ამ თემაზე 2020 წელს BBC-მ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო, სადაც ასახულია, თუ როგორ ფუნქციონირებს ერთ-ერთი ასეთი დანაშაულებრივი ორგანიზაცია.
სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოთ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიმუშავა ISO/IEC 27001- ინფორმაციის დაცვა, რომლის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და მიღების შესაძლებლობის ადეკვატური კონტროლი, რათა გარანტირებული იყოს დაინტერესებული მხარეების ინფორმაციის დაცვა.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Commentaires