ISO-ს გაიდლაინი მცირე ჰესებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა, მსოფლიო მასშტაბით ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი მაინც ინარჩუნებს ზრდად ტენდენციას. ყოველწლიურად კაცობრიობას სჭირდება უფრო და უფრო მეტი ენერგია. მართლაც, ჩვენი ყოველდურობა უკვე წარმოუდგენელია კომფორტული საცხოვრებელი სახლებისა და სამუშაო ოფისების გარეშე. თუნდაც იმისთვის, რომ საღამოს სახლში დაღლილმა მისულებმა მივიღოთ შხაპი ან დილა დავიწყოთ ცხელი ყავით, აუცილებელია უზარმაზარი მოცულობის ენერგია და ათასობით ადამიანის კოორდინირებული, პრაქტიკულად 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი. ამ ყველაფერს კი ემატება ისიც, რომ მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა რეკორდულად იზრდება, იქმნება ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციური პროდუქტები თუ მომსახურებები და ა.შ. და მაინც, საიდან უნდა გამოიმუშავოს მსოფლიომ ამხელა მოცულობის ენერგია? რამდენად შესაძლებელია ყოველივე ეს?
1964 წელს ცნობილმა საბჭოთა ასტროფიზიკოსმა ნიკოლაი კარდაშევმა შეიმუშავა ცივილიზაციის განვითარების დონის განმსაზღვრელი შკალა. კარდაშევის შკალის მიხედვით შეგვიძლია ცივილიზაცია განვითარების დონის მიხედვით დავაჯგუფოდ 3 კატეგორიად:
პირველი ტიპის ცივილიზაცია - ენერგომოხმარებით 10¹⁶ ვატი;
მეორე ტიპის ცივილიზაცია - ენერგომოხმარებით 10²⁶ ვატი;
მესამე ტიპის ცივილიზაცია - ენერგომოხმარებით 10³⁶ ვატი.
როგორც ხედავთ, ნიკოლაიმ ცივილიზაციის განვითარების დონე პირდაპირ დაუკავშირა ენერგორესურსების მოხმარების მაჩვენებელს. აღნიშნული ლოგიკა ზუსტად ასახავს დღევანდელ რეალობას: მსოფლიო განვითარებასთან ერთად, იზრდება ენერგიის მოხმარების მაჩვენებელიც და ამ პროცესმა უკვე შეუქცევადი სახე მიიღო. ასევე, საინტერესოა თუ რა პოზიცია უჭირავს კაცობრიობას აღნიშნულ შკალაზე. ამისთვის კი საჭიროა კარგად გავაანალიზოთ განვითარების თითოული დონე.
მაგალითად, პირველი დონის ცივილიზაცია გულისხმობს მშობლიური პლანეტის რესურსების მთლიანად ათვისებას იმდაგვარად, რომ არ გაანადგუროს პლანეტაზე სიცოცხლე. ეს ყოველივე კი შესაძლებელია მდგრადი განვითარების მეშვეობით. ამ დონეზე ასულ ცივილიზაციას მთლიანად ათვისებული უნდა ჰქონდეს განახლებადი ენერგიის წყაროები როგორიცაა: მზის, წყლისა თუ ქარის ენერგია და ა.შ. შთამბეჭდავია არა? თუმცა, პირველი დონის ცივილიზაცია ახლოსაც ვერ მიდის დანარჩენ დონეზე მყოფი ცივილიზაციების განვითარებასთან.
მეორე დონის ცივილიზაცია უნდა აკონტროლებდეს მშობლიური მზის ენერგიას ისეთი მასშტაბური კონსტრუქციის მეშვეობით, როგორიც დაისონის სფეროა. არსებობს რამდენიმე მოდელი, თუ როგორი შეიძლება იყოს დაისონის სფერო, თუმცა მისი მთავარი ფუნქცია მზის მიერ გამოსხივებული ენერგიის გარკვეული ნაწილის ათვისება იქნება. მეცნიერთა გათვლებით, კაცობრიობამ მზის მიერ წლიურად გამოსხივებული ენერგიის თუნდაც 1% რომ აითვისოს, ეს საკმარისი იქნება ისეთი მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა პლანეტების ტერაფორმირება, შორეული კოსმოსური მოგზაურობები, სხვა პლანეტებზე მასშტაბური კოლონიების აშენება და ა.შ. კაცობრიობას შეეძლება გახდეს მულტიპლანეტარული ცივილიზაცია და დაიწყოს საკუთარი კომსოსური იმპერიის შენება. შეიძლება იფირქოთ, რომ ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროა და არარეალურია, თუმცა თუ კარგად გავაანალიზებთ მსოფლიო განვითარების ლოგიკას, გავიაზრებთ თუ საიდან მოვდივართ და რისკენ მივისწრაფვით, უკვე რთული წარმოსადგენი არ იქნება, რომ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ამ ეტაპზეც აუცილებლად მივალთ.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე დონის ცივილიზაცია ჩვენი ახლანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, არსებობს კიდევ უფრო მეტად განვითარებული მესამე დონის ცივილიზაცია, რომელიც საკუთარი გალაქტიკის მბრძანებელია, აქვს უამრავი კოლონია პლანეტებზე, აგებული აქვს მრავალი დაისონის სფერო, ახდენს პლანეტების ტერაფორმირებას, ტექნოლოგიური პროგრესი კი უკვე იმდენად წინაა, რომლის წარმოდგენა ძალიან გაგვიჭირდება. თუ კაცობრიობა ამ დონეზე ოდესმე მიაღწევს, ის ახლანდელი ადამიანისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.
თუმცა, სად არის კაცობრიობა ახლა? განვითარების რომელ სტადიაზე ვიმყოფებით? მეცნიერთა გათვლებით, ამჟამად კაცობრიობა პირველი დონის ცივილიზაციასთან არის ახლოს. შკალის მიხედვით ეს პოზიცია უნდა იყოს დაახლოებით 0.7 და კიდევ 100 ან 200 წელი დაგვჭირდება პირველი დონის ცივილიზაციის განვითარების დონემდე მისაღწევად. ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს წინ, ხოლო თუ მსოფლიო გაერთიანებული ძალებით იმუშავებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად ყველაფერი შესაძლებელი იქნება.
ყოველივე აქედან გამომდინარე, უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ მდგრად განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია და მსოფლიომ უნდა იმუშავოს პლანეტის რესურსების იმდაგვარად ათვისებაზე, რომ ეკოსისტემას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიაყენოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი განახლებადი ენერგიის წყაროები. განსაკუთრებით კი ჰიდრორესურსები, რომელიც გვაძლებს უფრო სტაბილურ ენერგიას ვიდრე მაგალითად ქარის ან მზის ელეტქროსადგურები, რომელიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ამინდზე. მაგალითად, დაახლოებით ერთი თვის წინ აშშ-ს ქალაქ ტეხასში, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქარის და მზის ენერგიაზე, ტემპერატურა რეკორდულად დაეცა, ზოგიერთმა ადგილობრივმა პირველად იხილა თოვლი. მეტიც, ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში შეუწყდა მილიონობით მოსახლეს, ასევე შეწყდა სასმელი წყალის მიწოდებაც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში რომლებიც მდიდარია წყლის რესურსებით. ცხადია, ეს გარვეუწილად შეცვლის გარემოს: წყლით დაიტბორება გარკვეული ფართობის მქონე ტერიტორია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადგილობრივ ეკოლოგიურ ბალანსზე, თუმცა მეორეს მხრივ, ადამიანები ხომ მუდამ ვცლით გარემოს, რადგან ვვითარდებით და წინ მივდივართ, ეს ჩვენ ადამიანურ ბუნებაში დევს, სწორედ ამიტომ განვსხავდებით ცხოველებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში არც არასდროს გამოვიდოდით გამოქვაბულებიდან და დღემდე იქ ვიცხოვრებდით. ახლა უფრო ხშირად ვიყურებით ვარსკვლავებისკენ ვიდრე ოდესმე, სწორედ ახლა, XXI საუკუნეში მიდმინარეობს ტექნოლოგიური პროგრესი რეკორდული სიჩქარით, სწორედ ახლა ცხოვრობს დედამიწაზე ყველაზე მეტი ადამიანი ვიდრე ოდესმე, სწორედ ახლა არის ზოგიერთ ქვეყანაში კეთილდღეობის ყველაზე უფრო მაღალი დონე ვიდრე ოდესმე. ეს ყველაფერი კი მოითხოვს უფრო და უფრო მეტ ენერგიას, ხოლო იმ ქვეყანას, ვისაც ეს ენერგია ექნება მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებს სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც ასეთი ენერგიის წყაროები არ ექნებათ ან ვერ აითვისებენ.
*სურათებზე: ადამიანური გონების და ინჟინერიის ბრწყინვალე ნიმუში - 275.1 მეტრის სიმაღლის ენგურჰესი, რომელიც მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია. (ფოტო: wikipedia)
სწორედ ამ გამოწვევაზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც შემუშავებული აქვს რამდენიმე გაიდლაინი მცირე ჰიდროელექტროსაგდურებთან დაკავშირებით. აღნიშნული გაიდლაინები აკონკრეტებს 30 მეგავატ სიმძლავრემდე არსებული ჰიდროელექტროსადგურების ზოგად პრინციპებს და ძირითად მოთხოვნებს. ამასთანავე, მცირე ჰესები გვაძლებს საშუალებას ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს, რაც გამოხატული იქნება ბევრად უფრო მცირე ფართობზე წყლის დაგუბებით. ეს კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ დაირღვეს ადგილობრივი ეკოლოგიური ბალანსი. ეს უკანასკნელი კი უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ეკოლოგიური ბალანსი ჩვენს პლანეტაზე მილიონიბით წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და ამ ბალანსის დარღვევამ შესაძლოა კატასტრიფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
აღნიშნულ სტანდარტებზე შემუშავებულია საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO კომიტეტის მიერ.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Comments