top of page

ISO, ლონდონის დეკლარაცია და კლიმატის ცვლილებები

კლიმატის ცვლილებები რომ კაცბრიობისთვის ახალი გამოწვევა აღარაა ეს ყველამ უკვე ვიცით. მსოფლიო პროგრესთან, ეკონომიკის ზრდასთან, ცხოვრების დონის ამაღლებასთან ერთად, პლანეტის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ. ამავე დროს, აღნიშნული პრობლემა ხომ კომპლექსურია, ხოლო მთლიანი სურათის დანახვა რთული, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. თუ კარგად დავაკვირდებით ცივილიზაციის განვითარების ლოგიკას, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით ახლა, გლობალურ სამყაროში. თუნდაც ერთი ჯაჭვის რგოლის დაზიანება ზიანს აყენებს მრავალ სხვა სფეროს - ნავთობის ფასის გაძვირება, მნიშვნელოვნად მოქმედებს მრავალი სასურსათო თუ საყოფახოვრებო პროდუქტის ფასზე. მსგავსი სხვა უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუმცა ლოგიკა ერთია: ჩვენ ახლა, ისე როგორც არასდროს, ერთმანეთთან ვართ გადაჯაჭვულნი და ისეთი გლობალური საფრთხე, როგორიც კლიმატის ცვლილებებია, ყველა დედამიწელზე მოახდენს გავლენას. ამიტომაც, სანამ გვიანი არაა, საჭირო ზომები უნდა მივიღოთ, რათა გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხოთ.

სანამ ჩვენ ამ პრობლემებზე უსასრულოდ ვმსჯელობთ და ზომების მიღებას ვაგვიანებთ, კლიმატის ცვლილებები განუწყვეტლივ მიმდინარეობს და წლიდან წლამდე სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. მეტიც, სანამ ამ სტატიის წაკითხვას მოანდომებთ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოიჭრება ან დაიწვება დაახლოებით 30 ჰექტარი ტყე, ატმოსფეროში გამოიფრქვა 210 ათასი ტონა CO2 და 70 ჰექტარი მიწა გაუდაბნოვდება, რაც შეუძლებელს გახდის მასზე სასოფლო სამეურნეო საქმიანობის განხორციელებას. შემაძრწუნებლად ჟღერას არა? ახლა წარმოიდგინეთ რა ხდება მსოფლიოში სანამ გძინავთ ან რა ხდება 24 საათის განმავლობაში. შეიძლება თქვენი დღე მშვენივრად მიმდინარეობდეს ან ყოველდღიური რუტინის გარდა ვერაფერს ამჩნევდეთ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში თვალთახედვიდან გეპარებოდეთ ისეთი ქაოსური პროცესები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს თითოულ ჩვენგანზე. ეს კი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ზედმეტად ვეფლობით ყოველდღიურ ცხოვრებაში, დროს მხოლოდ საკუთარ პრობლემებს ვუთმობთ და საერთოდ არ გვაქვს სურვილი დავინახოთ ის დიდი სურათი, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნის ზოგადსაკაცობრიო პრობლემების შესახებ. ადამიანთა ამდაგვარ ქვევას საკუთარი ახსნა აქვს: ბოლო 500 წლის განმავლობაში მსოფლიო ისე დრამატულად შეიცვალა, რომ ევოლუციურმა პროცესებმა ფეხი ვერ აუწყო ამ სიჩქარეებს. მეტიც, ბიოლოგიური თვალსაზრისით ჩვენ უფრო ახლოს ვდგავართ იმ ადამიანებთან, რომლებიც, ჯერ კიდევ უძველეს დროში, მონადირე-შემგროვლებლურ ცხოვრების წესს მისდევნდნენ და სოფლის მეურნეობის მარტივი პრინციპებიც კი არ ჰქონდათ შემეცნებული. იმ დროის ერთ ჩვეულებრივ ადამიანს სულაც არ აწუხებდა პლანეტის ეკოლოგია, ფილოსოფიური საკითხები ან მეცნიერება. სამაგიეროდ მზად იყო ტყეში შემთხვევით ნაპოვნი ლეღვი ან კენკრა მთლიანად შეეჭამა, თან რაც შეიძლება მალე, იმის შიშით, რომ შიმპანზეებს არ შეემჩნიათ და თავად არ დაუფლებოდნენ საკვებ რესურსს. რაც არ უნდა უცნაურად გვეჩვენებოდეს, ჩვენ ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ ტყიდან, ისევ იქ ვცხოვრობთ, ერთ ადგილას იშვითად ვჩერდებით, მუდამ ვმოგზაურობთ და უდარდელად ვაგრძელებთ მონადირე-შემგვროვლებლურ ცხოვრების წესს. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა, ხოლო როდესაც დავინახავთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებულ მდინარეებს, ტყეებსა თუ ზღვას გონებაში ამოგვიტივტივდება ჩვენი რეალური პორტრეტი: ტყის ადამიანი, რომელმაც ახლახანს დაიწყო ცხოვრება ცივილიზებულ სამყაროში და წარმოდგენა არ აქვს რა ხდება მის თავს.


მიუხედავად ამისა, ადამიანის რაობას მხოლოდ ინსტიქტები როდი განსაზღვრავს. მეტიც, ადამიანის თავის ტვინის განვითარების უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ 100 ათასი წლის წინ მომხდარი კოგნიტური რევოლუციის შემდეგ, შეუძლებელი გახდა მხოლოდ ინსტიქტების მეშვეობით გვეარსება, საჭირო იყო ცხოვრების განმავლობაში დაგვესწავლა მრავალი რამ, რათა გადავრჩენილიყავით. ხოლო სწავლა და შემეცნება სწორედ ისეთი რაღაცეებია, რაც ყველაზე უფრო მეტად გვაქცევს გონიერ ადამიანად ანუ Homo sapiens-ად. შესაბამისად კაცობრიობის მომავალი იმაზე ბევრად უკეთესი შეიძლება იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამისთვის კი საჭიროა მსოფლიო გაერთიანდეს და საერთო პრობლემაზე ერთობლივად იმუშაოს, ხოლო როდესაც კაცობრიობა ერთიანდება, შეუძლებელი აღარაფერია. მით უმეტეს, თუ ამ პრობლემებზე მრავალი ჭკვიანი ადამიანი და საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს, როგორიც მაგალითდ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა.


2021 წლის ISO-ს კვირეულის ფარგლებში გამოიკვეთა პრობლემები 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმების მიზანია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით. შეთანხმებას ხელი 197 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა და აიღო ვალდებულება წვლილი შეეტანა ზოგადსაკაცობრიო პრობლემის მოგვარებაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოში საშუალო ტემპერატურის მატებამ არ უნდა გადააჭარბოს 1.5 ცელსიუსს. ამ გეგმის შესრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა არის ის, რომ მსოფლიოში არსებული უდიდესი კომპანიების მეოთხედმა, რომლებიც საკუთარი საქმიანობით განსაკუთრებით ახდენენ გავლენას მსოფლიო კლიმატზე, იმოქმედონ გაწერილი გეგმის მიხედვით და შეასრულონ საერთაშორისოდ შემუშავებული რეგულაციები. თუმცა, მიმდინარე წლის კვლევებით გამოიკვეთა, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც იცავენ ყველა რეგულაციას და მიყვებიან გეგმას, ვერ უახლოვდება წინაწარ განსაზღვრულ დონეს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ლონდონის დეკლარაციის შემუშავება, რომელშიც ჩართული იყო ISO-ც, რომლის მიზანია შეიმუშაოს ისეთი ახალი საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ხელს შეწყობს 2015 წელს გაფორმებულ პარიზის შეთანხმების შესრულებას და პრობლემების აღმოფხვრას. ISO-ს პრეზიდენტის, Eddy Njoroge-ის აზრით:


"ჩვენ ერთად შევიმუშავეთ ისტორიული დეკლარაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას კლიმატის ცვლილებების შეჩერების მიმართ. როდესაც გავხდი პრეზიდენტი, მე ვფიქრობდი, რომ ISO სტანდარტები შეიძლება ყოფილიყო განვითარების კატალიზატორი. ორი წლის შემდეგ, ეს გახდა ჩემი ღრმა რწმენა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მომავალი, რომელიც ჩვენ და ყველა ჩვენს მომავალ თაობას გვსურს, გვჭირდება და ვიმსახურებთ."

აღნიშნული დეკლარაციის შემდეგ, ISO კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება კლიმატის ცვლილების პრობლემის აღმოფხვრაში. გააქტიურდებიან ისეთი კომიტეტები, რომლებიც უშუალოდ საქმიანობენ აღნიშნულ სფეროში და შეიმუშავებენ ისეთ ახალ სტანდარტებს, რომლებიც არსებულ რეალობას იდეალურად მოერგება და მნიშვნელოვნად დაეხმარება კაცობრიობას პრობლემის აღმოფხვრაში.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals



Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page