top of page

ISO/TS 23764 - ენერგოეფექტური შენობები

ადამიანები ცხოვრების უმეტეს ნაწილს შენობებში ვატარებთ, განსაკუთრებით კი XXI საუკუნეში, ტექნოლოგიების ერაში, როდესაც სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელადაც შეიძლება სხვადასხვა ოპერაციის შესრულება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცხოვრების ხარისხის სტანდარტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ გარემოზე სადაც ვცხოვრობთ ან ვსაქმიანობთ. შესაბამისად, ვცდილობთ უფრო კომფორტულად მოვაწყოთ ჩვები სამუშაო თუ საცხოვრებელი სივრცე, გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის ელქტრონული დანადგარი და ა.შ. ამ ყველაფრისთვის კი უამრავი ენერგიაა საჭირო, რაც ზრდის ენერგოეფექტურობის ცნების მნიშნელობას. ამას გარდა, დიდი ოდენობით ენერგიის მოხმარება ზიანს აყენებს გარემოს სათბური აირების გამოყოფით, რომელიც წლიდან წლამდე ზრდის დედამიწაზე საშუალო ტემპერატურას. უახლესი კვლევების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში გამოყოფილი სათბური აირების 40% კომერციული თუ საცხოვრებელი შენობების აშენებასა და მათ ფუქნციონირების შედეგად გამოიყოფა. ყოველივე აქედან გამომდინარე, კაცობრიობას სჭირდება ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული სტატისტიკის მინიმუმამდე დაყვანა.

ენერგოეფექტური შენობები

ჯერ კიდევ უძველეს საბერძნეთში მიხვდნენ, რომ საცხოვრებელი სახლების სწორად დაგეგარებით შესაძლებელი იყო ენერგიის ეფექტურად გამოყენება: საძინებელი ოთახები უნდა ყოფილიყო სახლის სამხრეთ ნაწილში და მავე მიმართულებით ჰქონოდა ფანჯრები, ასე ზაფხულის მცხუნვარე დღეებში სახლი შეინარჩუნებდა სიგრილეს, ხოლო ზამთარში პირიქით - სითბოს, რადგან წელიწადის ამ დროს მზის სხივები პირდაპირ ფანჯრებში შემოდის, ხოლო ზაფხულში მზის სხივებს დახრის სხვანაირი კუთხე აქვს. დროთა განმავლობაში, ენერგოეფექტური შენობების დიზაინი და მიდგომები მნიშვნელოვნად დაიხვეწა. მაგალითად, ცნობილმა ვენეციელმა აქიტექტორმა ანდრეა პალადიო აღნიშნული მიდგომები ახალ საფეხურზე აიყვანა პალადიომ ადრეულ ასაკშივე გამოავლინა ნიჭი, რაც არ გამოპარვია მის მამას. ჯერ კიდევ 13 წლის ასაკიდან დაიწყო ანდრეამ ქვის სამტეხლოში მუშაობა და არქიტექტურის შესწავლა. 20 წლის ასაკში უკვე ჩართული იყო ვილების რეკონსტრუქციისა და განახლების პროცესში. ანდრეამ რამდენჯერმე იმოგზაურა რომში და ძველ რომაულ ქალაქებში, სადაც რომაული არქიტექტურის შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა. აღნიშნულმა ფაქტმა აქრიტექტორის ცხორებასა და მის სტილში უდიდესი გავლენა მოახდინა, რადგან მისი დაპროექტებულ ნაგებობედიან უმეტესობაში იგრძნობა რომაული არქიტექტურის გავლენა - მან შეძლო და რომაული არქიტექტურული მშვენიერება გადმოიტანა რენესანსის ეპოქაში და გააცნო იმდროინდელ საზოგადოებას. ამავდროულად, პალადიო აქტიურად იყენებდა ენერგოეფქტურობის პრინციპებს შენობების დაპროექტებისას. ის ითვალისწინებდა არამარტო მზის ენერგიას, არამედ ნაგებობის მდებარეობას, გარემო ფაქტორებს, ოთახების ჰაერით ბუნებრივ ვენტილაციას და ა.შ. აქედან გამომდინარე, მისი დაპროექტებული საცხოვრებელი სახლები ცხოვრების მაღალ სტანდარტებს სთავაზობდა იქ მაცხოვრებლებს. 1994 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) იტალიურ ქალაქ ვიჩენზაში (vicenza) პალადიოს დაპროექტებული 23 შენობა და იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 24 ვილა, რომელიც ასევე პალადიომ დააპროექტა, მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.


თანამედროვე დროში, მსოფლიო მოსახლეობისა და ენერგიის წყაროებზე მოთხოვნის რეკორდული ზრდის გამო, ენერგოეფექტურობის ცნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ეს საკითხი ყურადღებიდან არ გამოპარვია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასაც, რომელსაც არსებობის ისტორიაში მრავალი საერთაშორისო სტანდარტი შეუმუშავებია ამ სფეროში. მათ შორისაა ISO/TS 23764 ტექნიკური სფეციფიკაცია, რომლის დახმარებითაც ორგანიზაციებს შეუძლიათ საწარმო ან ოფისი, სადაც საქმიანობენ ენერგიით უზრუნველყონ მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებით და ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირონ ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი. ეს კი დადებითად იმოქმედებს პლანეტის ეკოლოგიაზე, რაგდან, როგორც უკვე ვახსენეთ, მსოფლიოში გამოყოფილი სათბური აირების 40% სწორედ რომ სხვადასხვა სახის შენობების ფუნქციონირების დროს გამოიყოფა.


ISO/TS 23746 ტექნიკური სპეციფიკაცია შემუშავებულია ISO/TC 205 ტექნიკური კომიტეტის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია საერთაშორისოდ აღირებული ექსპერტების მიერ და არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 37 საერთაშორისო სტანდარტი, ხოლო ამჟამად 16 ახალ სტანდარტზე მუშაობს. ამავდროულად, კომიტეტი საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან 9 მიზნის შესრულებას. მათ შორის გამოსარჩევია ისეთი მნიშნელოვანი მიზნები, როგორებიცაა: მიზანი 7 - ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია, მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები, მიზანი 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება და ა.შ.


 

ISO Consulting - Professionals for Professionals


Comments


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page