top of page

ISO/PAS 45005 - უსაფრთხოდ მუშაობა პანდემიის პირობებში

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა. შეიცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი, მძიმე დარტყმა მიიღო მსოფლიო ეკონომიკამ, მრავალმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ასევე, დასაქმებულთა უმეტესობა გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე. თუმცა, არსებობს ისეთი სამუშაო პოზიციები, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა შეუძლეველია. ეს ყოველივე კი მძიმე გამოწვევებს უქმნის როგორც დამსაქმებელს, ისევე დასაქმებულებს, რადგან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაინფიცირების შანსი საკმაოდ დიდია. უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 127 მილიონ ადამიანს გადააჭარბა და ყოველდღიურად ეს რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს სჭირდება ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება სამუშაო გარემოს იმდაგვარად ორგანიზება, რომ პანდემიის გავრცელების რისკი დასაქმებულთა შორის მნიშვნელოვნად შემცირდეს.

განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია განვითარებად ქვეყნებში, რადგან ასეთ ქვეყნებს არ აქვთ საკმარისად ძლიერი ეკონომიკა, რათა წარმატებით გაუმკლავდნენ პანდემიის ტალღებს. ასევე, განვითარებად ქვეყნებში კარგად არ არის განვითარებული ინტერნეტ სისტემა, რის გამოც მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობას მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. აქედან გამომდინარე, დისტანციურად მომუშავეთა რაოდენობა ძალზედ მცირეა და დასაქმებულთა უმეტესობას კვლავ სამუშაო ადგილზე უწევს სიარული, რაც პანდემიის გავცელებას კიდევ უფრო აჩქარებს. მეტიც, ასეთ ქვეყნებში მთავრობებს უწევთ არ მიიღონ მკაცრი რეგულაციები პანდემიის წინააღმდეგ, რადგან ეკონომიკის გაჩერებამ შესაძლოა ძალიან მწვავე რეაქცია გამოიწვიოს საზოგადოებაში, რადგან უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება, მთავრობას კი არ აქვს რესურსი ყველა უმუშევრად დარჩენილს გაუწიოს ფულადი დახმარება. საბოლოო ჯამში, ყოველივე ეს ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აყენებს აფრიკის, შუა აზიისა და სხვა განვითარებად ქვეყნებს. ზოგიერთი ექსპერტი კი საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც აფრიკული სახლემწიფოების უმეტესობა, დიდი ალბათობით, კორონავირუსის საწინააღდმეგო ვაქცინას წლების განმავლობაში ვერ მიიღებს, რადგან არ არსებობს არავითარი ინფრასტრუქტურა თუ რესურსი, რომ შეძლონ ვაქცინის ტრანსპორტირება, შენახვა და მოსახლეობის აცრა. აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა კორონავირუსის პანდემია პლანეტის ზოგიერთ რეგიონში წლების განმავლობაში ფართოდ იყოს გავრცელებული.


*განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსი დიდი თავისტკივილია


ყოველივე აქედან გამომდინარე, როგორც უკვე ვახსენეთ, მსოფლიოს აუცილებლად სჭირდება პანდემიასთან ბრძოლის ისეთი ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება შეფერხდეს პანდემიის მასობრივი გავცელება და არც ეკონომიკას მიადგეს დიდი ზიანი. სწორედ ამ თემაზე უკვე მრავალი ორგანიზაცია მუშაობს და ეძებენ გამოსავლის გზებს. მათ შორისაა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც შექმნილი სიტუაციის გამო, რეკორდულად მცირე დროში, 3 თვეში შეიმუშავა ახალი სახლემძღვანელო ISO/PAS 45005, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სამუშაო ადგილის იმდაგვარი ორგანიზება, რომ კორონაცირუსის პანდემიამ მასობრივი გავრცელება ვერ შეძლოს. აღნიშნული სახელმძღვანელო მნიშვნელოვნად დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს კიდევ უფრო ეფექტურად ებრძოლონ პანდემიას, ისე რომ ეკონომიკაც ნაკლებად დაზარალდეს - მოსახლეობას საშუალება ექნებათ იარონ სამუშაო ადგილზე, თუმცა სახელმძღვანელოში არსებული მითითებების შესრულებით სამუშაო სივრცე გაცილებით უფრო დაცული იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ISO/PAS 45005 სახელმძღვანელო სრულ შესაბამისობაში მოდის ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციასთან, განურჩევლად მათი საქმიანობის პროფილისა თუ ზომისა. ასევე, სახელმძღვანელო შესაბამისობაში მოდის ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც:

  • ფუნქციონირებენ პანდემიის პირობებში;

  • სურთ გაანახლონ მუშაობა მთლიანი ან ნაწილობრივი დახურვის შემდეგ;

  • ახლად შექმნილი შექმნილი კომპანიაა და გეგმავს ბაზარზე პირველად გასვლას.


ISO/PAS 45005 სახელმძღავნელო შემუშავებულია დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული ISO/TC 283 კომიტეტის მიერ, რომელიც დაარსდა 2013 წელს და არსებობის ისტორიაში შემუშავებული აქვს 2 საერთაშორისო სტანდარტი და ამჯამად 2 ახალ სტანდარტზე მუშაობს.

 

ISO Consulting - Professionals for Professionals


コメント


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page