ISO 44004 - ბიზნეს თანამშრომლობის ახალი საფეხური
უახლესი სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით არსებული ორგანიზაციების მთლიანი რაოდენობიდან 95%-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის, ხოლო დანარჩენი მსხვილ ბიზნესზე. ამასთანავე, შედარებით მცირე ზომის ორგანიზაციები არიან ყველაზე უფრო მსხვილი დამსაქმებლები და დიდი წვლილი შეაქვთ მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. მსხვილი ბიზნესი, საკუთარი მასშტაბიდან გამომდინარე, ხშირად ყურადღებას არ აქცევს ბაზარზე გაჩენილ ახალ მცირე სივრცეებს, რითიც სარგებლობენ მცირე ბიზნესები და მალევე ავსებენ მას. გარდა ამისა, მცირე და საშუალო ზომის კომპანიები ხშირად მიმართავენ სპეციალიზაციას ერთ კონკრეტულ სფეროში, რაც ბაზარზე მათ აქტუალობასა და მოთხივნას მნიშვნელოვნად ზრდის. მეტიც, ხშირია შემთვევები, როდესაც მსხვილი ორგანიზაციები ქირაობენ ასეთ მცირე კომპანიებს და აუთსორსზე გააქვთ სხვადასხვა პროცესები. აქედან გამომდინარე, მსოფლის სჭირდება ისეთი ინსტრუმენტი, რომლებიც ასეთი ტიპის ბიზნეს კოლაბორაციის შესაძლებლობებს უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს, რაც კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდას.
დღეს ჩვენ გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნები ერთმანეთთან უფრო და უფრო დაკავშირებულები ხდებიან, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და ეს შეუქცევადი პროცესია, რადგან ამას ცივილიზაციის განვითარების ლოგიკა მოითხოვს. ამ ყველაფერმა სტარტი ჯერ კიდევ ძალიან ადრე, უძველეს დროში აიღო, როდესაც განვითარდა ვაჭრობა. გლობალიზაციის პროცესი დააჩქარა საზღვაო თუ სახლმელეთო გზების განვითარებამ, სამეცნიერო პროგრესმა, ინჟინერიის განვითარებამ, ინდუსტრიულმა რევოლუციამ და ა.შ.
პარალელს თუ გავავლებთ, მარტივად აღმოვაჩენთ. რომ იგივე პროცესები მინდინარეობს ბიზნესშიც: ახლა, ისე როგორც არასდროს, სხვადასხვა პროფილისა თუ ზომის კომპანიები ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები და ერთი მათგანის წარმატება ხშირ შემთხვევაში ამ ჯაჭვში ჩაბმული სხვა კომპანიების წარმატებას ნიშნავს. ასეთი ჯაჭვური რექციები კი ეხმარება ეკონომიკას განვითარდეს ერთიანად და არა ფრაგმენტულად. სწორედ აკონომიკის ერთიანობა გვეხმარება მივაღწიოთ საყოველთაო კეთილდღეობას თითოულ ქვეყანაში. თუმცა ამ ერთიანობასაც არ მინუსები, რაც გამოიხატება გლობალურ ეკონომიკური კრიზისების სახით და ა.შ. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ კრიზის დამარცხება მხოლოდ ერთიანი შრომით შეიძლება და არა ცალ-ცალკე.
ყოველივე აქედან გამომდინარე, თანამედროვე ბიზნესი დგას ისეთი რეალობის წინაშე, რომელშიც წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბიზნეს კოლაბორაციაა. სწორედ ამ თემაზე მუშაობს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომელსაც მრავალი საერთაშორისო სტანდარტი აქვს შემუშავებული სხვდასხვა ზომის და პროფილის ბიზნესისთვის. ორგანიზაციამ ახლახანს შეიმუშავა ISO/TR 44004 საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ეხმარება მსხვილ ბიზნესს წარმატებულად ითანამშრომლონ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესთან. ამასთან, გაიდლაინში შესულია ბიზნეს კოლაბორაციის 12 პრინციპი.
ISO/TR 44004 შემუშავებულია საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ISO/TC 286 კომიტეტის მიერ, რომელიც დაარსდა 2013 წელს და არსებობის ისტორიაში უკვე შეიმუშავა 6 საერთაშორისო სტანდარტი. გარდა ამისა, კომიტეტი საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან 3-ის შესრულებას, როგორებიცაა: მიზანი 8 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა, მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა და მიზანი 10 - შემცირებული უთანასწორობა.
ISO Consulting - Professionals for Professionals
Commentaires