კომპანია "GeoDemo"-ს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა სერტიფიცირებულია
2016 წლის 3 ოქტომბერს, კომპანიაში GeoDemo, განხორციელდა ისო 22000:2005 საერთაშორისო სტანდარტთან სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობის შეფასება.
სისტემის შეფასება განხორციელდა ბრიტანული საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანიზაცია "Lloyd's Register"-ის აუდიტორის ბატონი პერიკლის ტზამალისის მიერ.
_______________________________
Mr. Periklis Tzamalis - Agricultural Engineer, FSMS Lead Auditor - GlobalG.A.P. Scheme Manager in LRQA: "
იშიათია დაასრულო საწყისი სასერტიფიკაციო აუდიტი უმნიშვნელო შენიშვნის გარეშე. კომპანია მაღალ დონეზეა მომზადებული. ხშირად, სერტიფიკატის გაცემიდან პირველ ან მე-2 საზედამხედველო აუდიტებზე აღწევენ კომპანიები სრულყოფილ სისტემებს. კომპანიის გეგმებში მნიშვნელოვანი განვითარება იგრძნობა. მჯერა კომპანია შეინარჩუნებს სისტემას და საზედამხედველო აუდიტზე მრავალ კარგ მიღწევებსაც ვიხილავთ."
ბატონი შოთა ჯანჯღავა - კომპანია "GeoDemo"-ს დამფუძნებელი და დირექტორი:
"ჩვენი თხილის ქარხანა შეიქმნა APMA-ს ფინანსური დახმარებით. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში შევძელით ახალი წარმოების აშენება და რეალიზაციაში გაშვება. 2016 წლის მაისში დავიწყეთ სერტიფიკაციისთვის მომზადება, დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ ისო 22000 სტანდარტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, სრულად განვაახლეთ სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირები, ლენტები და ელევატორები. შევქმენით საუკეთესო სამუშაო გარემო, სადაც დასაქმებულია 80-მდე თანამშრომელი.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო USAID/REAP პროექტს ისო 22000 სერტიფიცირებაში ფინანსური დახმარებისთვის და მართლაც საუკეთესო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევისთვის. აქვე მინდა ავღნიშნო ISO Consulting-ის თანამშრომლების პროფესიონალიზმი და მათი ერთგული დამოკიდებულება საქმისადმი."
_______________________________
2016 წლის მაისიდან, კომპანია GeoDemo, აქტიურად ემზადებოდა სისტემის შესამუშავებლად და დასანერგად. ორგანიზაციის მიერ გაღებულ იქნა მნიშვნელოვანი ინვესტიცია სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად. დღეს უკვე, კომპანიაში წარმოებული თხილის 100% იგზავნება ექსპორტზე, კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორისაა ცნობილი იტალიური კომპანია "Ferrero Rocher".
ISO Consulting მადლობას უხდის კომპანია GeoDemo-ს საუკეთესო თანამშრომლობისათვის და პროექტის წარმატებით დასრულებისათვის.