top of page

„დოკუმენტების სისტემა“ თუ „დოკუმენტირებული სისტემა“ ?

Writer's picture: Vano DidberidzeVano Didberidze



არსებობს მითი, რომ ისო 9001 არის კომპანიის დოკუმენტების მართვის სისტემა, რომელიც არის ბიუროკრატიული და მოსაბეზრებელი.


ისო 9001 სტანდარტის 2008 წლის ვერსიის იმ მომხმარებლისთვის, რომელიც სტანდარტში მხოლოდ დოკუმენტების მიმართ მოთხოვნას ხედავს, იგი შეიძლება ნამდვილად გამხდარიყო „ბიუროკრატიული“.


თუ წინა ვერსიაში სავალდებულო დოკუმენტებად მოითხოვებოდა პოლიტიკა, მიზნები, ხარისხის სახელმძღვანელო და 6 სავალდებულო დოკუმენტირებული პროცედურა, თუმცა ყველა მათგანს ჰქონდა მისი დანიშნულება, 2015 წლის განახლებულ ვერსიაში თითქმის ვეღარ იპოვით მოთხოვნას რომელიმე კონკრეტული დოკუმენტირებული პროცედურის მიმართ.


ისო 9001 მისი ისტორიის განმავლობაში, ორგანიზაციებისგან ყოველთვის მოითხოვდა „დოკუმენტირებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას“ და არა „დოკუმენტების სისტემას“.

განახლებული ვერსიის მიხედვით, ნებისმიერმა ორგანიზაციამ თავად უნდა განსაზღვროს საჭირო დოკუმენტირებული ინფორმაცია და მისი მოცულობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს "რისკებზე დაფუძნებული ხედვის" კონცეფციას. ამისათვის, ისო 9001:2015 სტანდარტი 7.5.1 პუნქტი ადგენს მოთხოვნას „დოკუმენტირებული ინფორმაციის მიმართ“ და შენიშვნაში განსაზღვრავს, რომ:


„შენიშვნა: ერთი ორგანიზაციის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული ინფორმაციის მოცულობა შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვა ორგანიზაციისაგან:

  • ორგანიზაციის ზომის და მისი საქმიანობების, პროცესების, პროდუქტის და მომსახურების სახეობების გამო;

  • პროცესებისა და მათი ურთიერთკავშირების კომპლექსურობის გამო;

  • ადამიანების კომპეტენციის გამო.“


ისო 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის განახლებულ ვერსიაში ნათლად არის მოცემული მოთხოვნები იმ ინფორმაციის და მონაცემების მიმართ, რომლებიც საჭიროა წარმატებული ბიზნესის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის.


აგრეთვე, განახლებული ისო 9001:2015 სტანდარტის A დანართი იძლევა დამატებით განმარტებებს სტანდარტში გამოყენებული 2 ტერმინის: „დოკუმენტირებული ინფორმაციის შენახვის“ და „დოკუმენტირებული ინფორმაციის შენარჩუნების“ მიმართ.


რა დოკუმენტირებული ინფორმაცია შეიძლება დასჭირდეს თქვენს ორგანიზაციას იმისათვის, რომ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს, იყოს შედეგიანი და არ გახდეს „ბიუროკრატიული“?


გამოიყენეთ ჩვენი განახლებული ტრენინგი მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული ინფორმაცია.


კურსის დასასრულს, თქვენ შეძლებთ:

  • განსაზღვროთ „დოკუმენტირებული ინფორმაციის“ მნიშვნელობა და ახსნათ მისი დანიშნულება;

  • ახსნათ, მენეჯმენტის სისტემის რომელი ძირითადი ელემენტები ახდენენ გავლენას დოკუმენტირებული ინფორმაციის შემუშავების პოტენციურ საჭიროებაზე, იქნება ეს ისო 9001, ისო 14001 თუ მენეჯმენტის სისტემის სხვა რომელიმე სტანდარტი;

  • მოახდინოთ SL დანართში მოცემული დოკუმენტირებული ინფორმაციის ზოგადი მოთხოვნების იდენტიფიკაცია;

  • ახსნათ, რატომ შეიძლება განსხვავდებოდეს ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული ინფორმაციის მოცულობა ერთმანეთისგან;

  • ახსნათ SL დანართში მითითებული დოკუმენტირებული ინფორმაციის კონტროლის ძირითადი მოთხოვნები;

  • მიიღებთ მოკლე წარმოდგენას პროცესებისადმი მიდგომის კონცეფციის შესახებ;

  • დაადგენთ თქვენს სამოქმედო გეგმას, რათა ხელი შეუწყოთ თქვენი ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესებას.


თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ კორპორატიული ტრენინგი თქვენს ორგანიზაციაში, ან დარეგისტრირდეთ საჯარო კურსზე.


დამატებით კითხვებისათვის დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ კომენტარებში, ჩვენი კონსულტანტები მოხარული იქნებიან უპასუხონ თქვენს კითხვებს.


 

ISO Consulting


კატეგორიები

HACCP ქოუჩის პროექტი

შესანიშნავი შესაძლებლობა HORECA სექტორში ჩართული ორგანიზაციებისთვის, რათა დანერგონ HACCP სისტემა საკუთარ ობიექტზე. პროექტის 80% დაფინანსებულია USDA-ს მიერ. 

ჩვენი მომსახურება

საერთაშორისო სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტები შემუშავებულია კონსენსუსის საფუძველზე და შემოღებულია გამოსაყენებლად  სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მიერ.

ბიზნესის შედეგიანობის

გასაუმჯობესებლად

უვნებელი სურსათის მისაწოდებლად

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად

ტრენინგები

როგორც ბრიტანული, ორ ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე ორგანიზაციის, Lloyd's-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ Lloyd's-ის ლონდონის აკადემიის მიერ მომზადებულ სატრენინგო პაკეტებს, რომლებიც ცნობილია, როგორც შედეგზე ორიენტირებული ტრენინგები და აღიარებულია IRCA (სერტიფიცირებული აუდიტორების საერთაშორისო რეგისტრი) მიერ.

ხარისხის მენეჯმენტის

სისტემები

ბიზნესის გაუმჯობესება

სურსათის უვნებლობა

შრომის ჰიგიენა და

უსაფრთხოება

გარემოს მენეჯმენტი და ენერგოეფექტურობა

ინფორმაციის უსაფრთხოება

bottom of page