14 ოქტომბერი სტანდარტების მსოფლიო დღეა
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს
ორგანიზებით 2024 წლის 11 ოქტომბერს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც
ესწრებოდნენ სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარეები.
თავმჯდომარეთაგან ერთ-ერთი გახლდათ ISO Consulting-ის პროექტების მენეჯერი,
ბატონი ივანე დიდბერიძე, რომელიც დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას და წვლილი
შეიტანა სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხების დისკუსიის წარმართვაში.
სტანდარტების დაგეგმვა თითოეული სფეროსათვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან,
მათი დანერგვა ეხმარება ორგანიზაციებს პროცესების უკეთ წარმართვასა და
უმაღლესი ხარისხის მიღწევაში.
შეხვედრა დაეთმო ისეთ თემებს, როგორებიცაა: სტანდარტების პროგრამა,
სამომავლო გეგმები და გამოწვევები, საკანონმდებლო სიახლეები. ასევე
უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც განხილული იქნა შეხვედრაზე, არის
საერთაშორისო, ევროპული სტანდარტების ინტეგრაცია და დანერგვა საქართველოში.
ISO Consulting-ის გუნდი მუდმივად ზრუნავს სხვადასხვა საერთაშორისო
სტანდარტის დანერგვაზე (მაგ:ISO 9001:2015) და ეხმარება ბიზნესებს განვითარებაში. ჩვენი გუნდის
სახელით, ვულოცავთ ყველას სტანდარტების მსოფლიო დღეს, განსაკუთრებით კი
მათ, ვისაც წვლილი შეაქვს სტანდარტების მეშვეობით პროფესიონალიზმისა და
უმაღლესი ხარისხის მიღწევაში.
Comments