თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ:
-
თქვენ ხართ მენეჯერი ან პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულია გამოიყენოს და დანერგოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნები ორგანიზაციაში
-
გსურთ მომავალში გახდეთ "ისო 9001:2015 შიდა აუდიტორი".
თქვენ შეისწავლით:
-
ისო 9001:2015 სტანდარტის კონცეფციას და მოთხოვნებს
-
ორგანიზაციის კონტექსტის მნიშვნელობას
-
პროცესის მენეჯმენტს და სისტემაში მისი გამოყენების დემონტრირებას
-
მიდგომებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ისო 9001:2015 სტანდარტს:
- პროცესებისადმი მიდგომა
- PDCA ციკლი
- რისკებზე დაფუძნებული ხედვა -
წარმატებული ბიზნესის "7 საიდუმლოს" და მათ კავშირს ისო 9001:2015 სტანდარტის შინაარსთან
-
ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს და როგორ შეიძლება ამ მოთხოვნების შესრულება
-
როგორ გამოიყენოთ ისო 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნები საოპერაციო პროცესებში და ახსნათ მათი ურთიერთკავშირი.
თქვენ დაგჭირდებათ:
-
წინამდებარე კურსზე დასასწრებად სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება არ მოითხოვება.
კურსის შემდგომი განვითარება
-
ხარისხის სისტემის მენეჯერი.
-
ბიზნესის გაუმჯობესების ტრენინგები
-
ISO 9001:2015 Auditor/Lead auditor
სამუშაო ენა
-
ქართული
რეგისტრაცია
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინვოისს და ტრენინგის პროგრამას
სპეციალურად თქვენი ორგანიზაციისათვის
ჩვენი ნებისმიერი ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს თქვენს ორგანიზაციაში, მოთხოვნის შესაბამისად. თქვენი საჭიროების და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მოგიმზადებთ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე მოდიფიცირებულ ტრენინგს, სადაც თემები და ქეისები განიხილება, მხოლოდ, თქვენი ბიზნეს-პროცესებისა და საქმიანობის სფეროს შესაბამისად.
ტრენინგის მონაწილეთა შეფასებები
მარიამ დვალიშვილი
კომპანია "ანაგი"
"ტრენერი ფლობს აუდიტორიის მართვის შესაბამის ტექნიკას და იცის როდის უნდა გამოაფხიზლოს აუდიტორია. ვთვლი, რომ მას გააჩნია შესაბამისი ცოდნა და რაც ძალიან სასიამოვნოა კარგად იცნობს ქართულ ბიზნესს. მასალები იყო მარტივად აღსაქმელი "
ლია ბოლქვაძე
კომპანია "ნოვა"
"ტრენერს აქვს კარგი გადმოცემის სტილი, მშვიდი და არამონოტორული, შეუძლია აუდიტორიის ჩართვა და კონტროლი. ტრენინგის მასალები და დიზაინი სრულად აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს. ოთახში ცოტა გრილოდა :) სხვა მხრივ ყველაფერი კარგი იყო".
მიხეილ ჭკუასელი
კომპანია "გეოპლანტი"
გვინდა ჩვენი პატივისცემა და მადლობა გამოვხატოთ კომპანია „ISO Consulting"-ის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიმართ, რომლებმაც ჩვენი კომპანიის მცირე რესურსები და მოკლე ისტორია საოცრად სწრაფად და კომფორტულად შეუთავსეს სტანდარტის მოთხოვნებს. ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჩვენს წარმოებაში გამოყენებით, პროდუქციის უვნებლობისა და ხარისხის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“.