ISO 45001:2018 შრომის ჰიგიენა და უსაფრთხოება
გააუმჯობესეთ OH&S შედეგები სამუშაო ადგილზე
უსაფრთხო სამუშაო გარემოს და ჯანმრთელი მუშახელის მეშვეობით ISO 45001 გეხმარებათ რისკების შემცირებასა და ბიზნესის შედეგიანობის გაუმჯობესებაში.
გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ
მიმოხილვა
ISO 45001 მსოფლიოში პირველი საერთაშორისო სტანდარტია შრომის ჰიგიენასა და უსაფრთხოების (OH&S) მენეჯმენტის სისტემებში, რომელიც შემუშავებულია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის გამოსაყენებლად, მიუხედავად მისი ზომისა, მრეწველობის დარგისა თუ ადგილმდებარეობისა.
ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 2.78 მილიონი ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ინციდენტებისა და დაავადებების გამო. უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას აბსოლიტურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც დამოუკიდებელი სერტიფიცირებული შრომითი ჰიგიენისა და უსაფრთხოების მართვის (OH & S) სისტემების ღირებულების გააზრებას.
ISO 45001 საერთაშორისო სტანდარტი ანაცვლებს OHSAS 18001, რომელიც შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იყო შემუშავებული.
ორგანიზაციებს, რომლებიც სერტიფიცირებულნი იყვნენ OHSAS 18001 შესაბამისად, ეძლევათ 3 წლიანი ვადა ISO 45001 სტანდარტზე გადასასვლელად.
ISO 45001 სარგებელი
გლობალური აღიარება ISO 45001 სერტიფიკაციის საშუალებით
ისო 45001:2018 სერტიფიცირებით თქვენ მოახდენთ დემონსტრირებას, რომ თქვენ დანერგილი გავთ OH&S მტკიცე სისტემა, რაც ამაღლებს თქვენს რეპუტაციას მომხმარებლებთან და დასაქმებულებთან.
უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო ადგილი
ISO 45001:2018 მიზნად ისახავს შეამციროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები (2.78 მილიონი სამუშაოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა და 374 მილიონი სამუშაოზე მიღებული ტრამვა), რომელიც ხდება ყოველწლიურად.
ISO 45001 ხელს უწყობს დასაქმებულთა მეტ დაინტერესებას, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და გაუმჯობესდეს მათი კეთილდღეობა.
მწარმოებლურობის მაქსიმიზაცია
თქვენი სამუშაო ძალის ჯანმრთელობის შენარჩუნების სისტემატური პროცესით თქვენ მინიმუმამდე დაიყვანთ მოცდენების დროს, რომელიც უკავშირდება ყოველდღიური ოპტიმალური შედეგების მიღწევას.
მარტივი ინტეგრირება
ISO-ს შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტი თანხვერდაშია SL დანართთან - ზუსტად ისეთივე სტრუქტურა, როგორიც აქვს ISO 9001:2015 და ISO 14001:2015 სტანდარტებს; მენეჯმენტის სისტემის გამარტივებული კონტროლის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ ინტეგრირება "ბიზნესის მენეჯმენტის სისტემის" ფართო სპექტრში.
ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები
Lloyd's-ის შედეგიანი ტრენინგების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეცნობა ISO 45001 სტანდარტის მოთხოვნებს და გამოიყენებს მათ პრაქტიკაში.
ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ როგორც ISO 45001:2018 სტანდარტის მოთხოვნების გათვითცნობიერების, აგრეთვე ISO 45001 შიდა აუდიტორების ტრენინგები.
მოითხოვეთ GAP ANALYSIS
თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები! "გეპ ანალიზი" გიჩვენებთ სხვაობას, თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის არსებულ პრაქტიკასა და ISO 45001:2018 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შორის.
საბაზისო შეფასების შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დააკმაყოფილოთ სტანდარტის მოთხოვნები ან მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის.
კონსულტაცია და დახმარება
ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მომსახურების ფართო სპექტრი და დაგეხმაროთ ISO 45001:2018 საერთაშორისო სტანდარტის სრულ ადაპტაციაში იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ორგანიზაციის შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა და გახდეთ პრივილეგირებული მიმწოდებელი.
ჩვენს კონსულტანტებს შეუძლიათ გირჩიონ, რა პოტენციური საფრთხეები არსებობს სამუშაო ადგილებზე და როგორ უნდა უზრუნველყოთ მათი მინიმუმამდე დაყვანა ან აღმოფხვრა.
ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.
გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ