top of page
international food standart

IFS

ურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემები

გლობალური სტანდარტი სურსათის მიწოდების ნებისმიერ ეტაპზე ხარისხის და უვნებლობის მენეჯმენტის პროცესების სამართავად

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

მიმოხილვა

IFS  სურსათის სტანდარტი არის აღიარებული სტანდარტი, სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის (GFSI) მიერ, სურსათის მწარმოებლების აუდიტისათვის. იგი ფოკუსირდება სურსათის უვნებლობაზე  და პროცესებისა და პროდუქტების ხარისხზე. IFS შემუშავებულია სურსათის მწარმოებელი კომპანიებისა და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სასურსათო პროდუქტების შეფუთვას.

IFS გამოიყენება მაშინ, როდესაც სურსათი იწარმოება ან როდესაც პროდუქტების შეფუთვისას არსებობს მათი დაბინძურების საფრთხე.  სტანდარტი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის სურსათის მწარმოებლებისათვის, განსაკუთრებით, მათთვის ვინც ფლობს სავაჭრო მარკას.

სტანდარტი ხელს უწყობს წარმოებისა და მარკეტინგის მიმართულებებს, მიმართონ თავიანთი ძალისხმევა ბრენდის უვნებლობისა და ხარისხისაკენ.

სტანდარტი ჩამოყალიბდა სასერტიფიკაციო ორგანოების, საცალო მოვაჭრეების, სასურსათო ინდუსტრიისა ან სასურსათო მომსახურების სფეროში მონაწილე კომპანიების სრული და აქტიური ჩართულობით.

IFS სტანდარტის უპირატესობები

იმ კომპანიებს, რომლებიც მიისწრაფვიან უმაღლესი დონის ხარისხის, სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა კმაყოფილებისაკენ და ცდილობენ კონკურენტუნარიანი უპირატესობა მოიპოვონ  ბაზარზე, IFS სერტიფიკაცია სთავაზობს მნიშვნელოვან სარგებელს.

წარმოების სარგებელი:

  • სურსათის ხარისხის და უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;

  • რესურსების უფრო შედეგიანი გამოყენება;

  • მომხმარებლის აუდიტების საჭიროების შემცირება;

  • დამოუკიდებელი მესამე მხარის აუდიტები;

  • რისკზე დაფუძნებული მიდგომის საშუალებით  უფრო მაღალი მოქნილობა.

მარკეტინგული სარგებელი:

  • გაუმჯობესებული ბიზნეს რეპუტაცია, მაღალი ხარისხისა და უვნებელი პროდუქტების მწარმოებელი კომპანია;

  • ისეთ კლიენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, რომლებიც მოითხოვენ მესამე მხარის აუდიტს;

  • IFS ლოგოს და სერტიფიკატის გამოყენება მაღალი დონის სტანდარტებთან შესაბამისობის დემონსტრირებისთვის.

ვის შეუძლია გამოიყენოს IFS?

IFS სტანდარტი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც სურთ მიაღწიონ ბრენდის მაღალ ხარისხს. 

ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები

ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ IFS-ის როგორც გათვითცნობიერების, ასევე შიდა აუდიტორების ტრენინგი, რომელსაც ატარებენ ბრიტანული ორგანიზაცია Lloyd's-ის და IFS-ის ავტორიზებული ტრენერები.

ეს ხელს შეუწყობს თქვენი თანამშრომლების სურვილს, იმოქმედონ IFS სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად და გამოიყენონ იგი.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის ხარისხის და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემასა და IFS სტანდარტის მოთხოვნებს შორის. 

კონსულტაცია და დახმარება

ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

bottom of page