FSSC 22000 - სურსათის უვნებლობის სერტიფიკაცია
სურსათის უვნებლობა და რისკების მენეჯმენტი
გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ
მიმოხილვა
FSSC 22000 სქემის მიხედვით შეფასება და აუდიტები დაფუძნებულია პროცესებისადმი მიდგომაზე. შემფასებლები აკვირდებიან, რა გავლენას ახდენს ერთი პროცესი სხვა დანარჩენზე. აღნიშნული მიდგომის ფუნდამენტური მოთხოვნები წარმოადგენს შედეგიანი სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის არსებობას.
FSSC 22000 სქემა წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის სრულყოფილ სქემას. იგი დაფუძნებულია ისო 22000 სტანდარტზე, რომელიც წარმოადგენს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის გლობალურ სტანდარტს, და ISO/TS 22002 სტანდარტზე, რომელიც ადგენს სპეციფიკურ მოთხოვნებს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების მიმართ.
ისო 22000:2005 სტანდარტი არ აკონკრეტებს მოთხოვნებს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების მიმართ. სწორედ ეს გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რატომაც არ იქნა იგი აღიარებული GFSI-ის მიერ. ამიტომ შეიქმნა ალტერნატიული სქემა, სადაც ისო 22000 და ISO/TS 22002 (რომელიც ადგენს სპეციფიკურ მოთხოვნებს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების მიმართ) გამოიყენება ერთობლივად. სწორედ ეს სქემა არის FSSC 22000, რომელიც აგრეთვე აღიარებულია GFSI-ის მიერ.
მარტივი არითმეტიკით რომ წარმოვიდგინოთ, FSSC22000 = ISO 22000 + ISO/TS 22002.
რა არის ISO/TS 22002 და რატომ უნდა გამოვიყენოთ იგი?
ISO/TS 22002 სტანდარტი არის ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც სპეციფიკურია სხვადასხვა სექტორისთვის. იგი ადგენს დამატებით სახელმძღვანელოს ორგანიზაციებისთვის მაშინ, როდესაც ორგანიზაციას სურს დაადგინოს შედეგიანი წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები უვნებელი პროდუქტის შესაქმნელად.
წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები - ეს არის ორგანიზაციის პროგრამები და პრაქტიკა, რომელიც მიმართულია საწარმოო გარემოს სამართავად, რათა მიღებულ იქნას უვნებელი პროდუქტი, მაშინ როდესაც, HACCP სისტემა ფოკუსირებულია კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესში საფრთხეების სამართავად. მრავალი ორგანიზაცია იყენებს წარმოების სანიმუშო პრაქტიკას (GMP); ეს ასევე შეიძლება იყოს წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების ნაწილი.
საწარმოო გარემოს მიმართ, ISO/TS 22002 ტექნიკური სპეციფიკაცია, წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების სახით ადგენს შემდეგ სპეციფიკურ მოთხოვნებს:
-
შენობების დაგეგმარება და განლაგება
-
საამქროებისა და სამუშაო ადგილების განლაგება
-
კომუნალური სისტემები - ჰაერი, წყალი, ენერგია
-
ნარჩენების განთავსება
-
მოწყობილობის შესაფერისობა, დასუფთავება და ტექმომსახურება
-
შესყიდული მასალების მენეჯმენტი
-
ჯვარედინი დაბინძურების პრევენციული ღონისძიებები
-
დასუფთავება და სანიტარიული დამუშავება
-
მავნებლების კონტროლი
-
პერსონალის ჰიგიენა და საშუალებები
-
გადასამუშავებელი პროდუქტი
-
პროდუქტის გამოთხოვის პროცედურები
-
საწყობში შენახვა
-
ინფორმაცია პროდუქციის შესახებ და მომხმარებლის ინფორმირება
-
სურსათის დაცვა, ბიოუსაფრთხოება და ბიოტერორიზმი
აღნიშნული მოთხოვნები ვერ იქნებოდა ერთნაირად გამოსაყენებელი მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის საწარმოებისთვის. ლოგიკურია დასვა კითხვა: - რატომ უნდა დააყენო ერთი და იგივე მოთხოვნა რძის პროდუქტების და მშრალი ხილის წარმოების შენობის, საამქროების და სამუშაო ადგილების განლაგების, ან თუნდაც დასუფთავების და სანიტარიული დამუშავების მიმართ?
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაითვალისწინა ეს გარემოება და მოახდინა წინასწარი მოსამზადებელი პროგრამების კლასიფიკაცია სექტორების მიხედვით, რათა მაქსიმალურად შედეგიანი ყოფილიყო მათი გამოყენება უვნებელი პროდუქტის მისაღებად, შესაბამის სექტორში.
დღეისათვის, ISO/TS 22002 სტანდარტი კლასიფიცირდება შემდეგ სექტორებად:
-
ISO/TS 22002-1:2009 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 1: სურსათის წარმოება.
-
ISO/TS 22002-2:2013 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 2: საზოგადოებრივი კვება.
-
ISO/TS 22002-3:2011 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 3: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.
-
ISO/TS 22002-4:2013 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 4: სურსათის შესაფუთი მასალების წარმოება.
-
ISO/TS 22002-6:2013 სურსათის უვნებლობის წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები. ნაწილი 6: ცხოველთა კვება და საკვების წარმოება.
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კვლავ ამუშავებს ISO/TS 22002 ტექნიკური სპეციფიკაციის შემდეგ ნაწილებს, რომლებიც გამოქვეყნდება მომავალში. ასეთი მიდგომა შესაძლებელს ხდის FSSC 22000 სქემის გამოყენებას სურსათის წარმოების და მიწოდების სრულ ჯაჭვში.
შესაბამისად FSSC 22000 სქემის მიხედვით შესაბამის სექტორში მოქმედ ბიზნესოპერატორს საშუალება აქვს, აირჩიოს, თავისთვის საჭირო სპეციფიკური სტანდარტი, რაც უფრო შედეგიანს ხდის ისო 22000 სტანდარტის გამოყენებას ამა თუ იმ სექტორისთვის.
FSSC 22000 სქემის სარგებელი
FSSC 22000 საუკეთესო საშუალებაა გადავწყვიტოთ სასურსათო ჯაჭვში უკვე მოქმედი მრავალი სტანდარტის ფრაგმენტაციის პრობლემა, რადგან ცალკეული მათგანი თავისებურად აყალიბებს მოთხოვნებს სურსათის უვნებლობის მიმართ.
FSSC 22000 იყენებს საერთშორისო სტანდარტებს, რომლებსაც მხარი დაუჭირა და იყენებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 175 წევრი სახელმწიფო.
მას მიენიჭა სრული აღიარება "სურსათის უვნებლობის გლობალური ინიციატივის"(GFSI) მიერ და მას მხარს უჭერს "ევროკავშირის სურსათისა და სასმელის ინდუსტრიების კონფედერაცია" (CIAA). მხოლოდ ასოცირებული სასერტიფიკაციო ორგანოები, როგორიცაა LRQA, ლიცენზირებული არიან გასცენ აკრედიტებული FSSC 22000 სერტიფიკატი.
FSSC 22000 სქემა ითვალისწინებს:
-
სურსათთან დაკავშირებული სტანდარტების მაღალ გამჭვირვალობას;
-
გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც აღიარებულია ყველა მხარის მიერ;
-
გაცილებით შედეგიან მესამე მხარის აუდიტს, რომელიც ამცირებს ზეწოლას მარეგულირებლების მხრიდან.
FSSC 22000 სქემის საბოლოო მიზანია სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება და მომხმარებელთა ნდობის აღდგენა მთლიანად სასურსათო ჯაჭვში. აღნიშნული მიდგომა დადებითად იმოქმედებს და შექმნის გარკვეულ უპირატესობებს სურსათის წარმოების და მიწოდების მთლიან ჯაჭვში.
ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები
Lloyd's-ის შედეგიანი ტრენინგების მეშვეობით, მრავალი ადამიანი ეცნობა ISO 45001 სტანდარტის მოთხოვნებს და გამოიყენებს მათ პრაქტიკაში.
ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ FSCC 22000 მოთხოვნების გაცნობის და შიდა აუდიტორის ტრენინგები, ისევე როგორც HACCP ტრენინგი.
ჩვენი სურსათის უვნებლობის ყველა ტრენინგი მომზადდა დიდ ბრიტანეთში Lloyd's-ის მიერ, რომელიც სრულად იყო ჩართული FSSC 22000 სქემის შემუშავებაში.
საქართველოში, 2015 წლიდან იქნა შესაძლებელი ამ ტრენინგების ქართულ ენაზე მიწოდება.
მოითხოვეთ GAP ANALYSIS
თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!
ორგანიზაციები, რომლებმაც დანერგეს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ისო 22000 სტანდარტის შესაბამისად, საჭიროებენ მხოლოდ დამატებით შეფასებას ISO/TS 22002 სპეციფიკაციასთან მიმართებით, რათა მიაღწიონ FSSC 22000 სქემასთან შესაბამისობას.
ხოლო ორგანიზაცია, რომელიც ახლა იწყებს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებას და სურს FSSC 22000 სქემასთან შესაბამისობა, შეუძლია გამოიყენოს არსებული მდგომარეობის ანალიზი, შესაბამისად განისაზღვროს FSSC 22000 სქემის მიხედვით სერტიფიკაციის ოპტიმალური გზა. ასეთი ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზაციის სურსათის უვნებლობის არსებულ პრაქტიკასა და FSSC 22000 სქემას შორის. შედეგად, თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სტანდარტის მოთხოვნა და მოემზადოთ სერტიფიკაციისთვის.
კონსულტაცია და დახმარება
ჩვენმა კონსულტანტებმა, კლიენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობით, გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.
გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ