თქვენ გჭირდებათ წინამდებარე კურსი, თუ:
-
თქვენ დასაქმებული ხართ სურსათის/ცხოველის საკვების მომზადების, მათ შორის, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე
-
თქვენ გსურთ გაეცნოთ სასურსათო ჯაჭვის მიმართ არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო მარეგულირებელ მოთხოვნებს და რეკომენდაციებს
-
თქვენ გსურთ დაგეგმოთ, შეიმუშაოთ და აკონტროლოთ თქვენი ორგანიზაციის ჰიგიენის პროგრამა.
თქვენ შეისწავლით:
-
სურსათის დამაბინძურებელ რისკ-ფაქტორებს
-
საკვებისმიერი მოწამვლებისა და სურსათით გამოწვეული ძირითადი დაავადებების მახასიათებლებს
-
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ სურსათის უვნებლობის „ხუთი გასაღების პრინციპს“
-
საწარმოს ჰიგიენის ზოგად წესებს (GHP) - ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციებს
-
სანიტარიული ღონისძიებების ჰიგიენურ საფუძვლებს და პერსონალის ჰიგიენის წესებს
-
სურსათის უვნებლობის წინასწარ პროგრამებს (GMP მოთხოვნები HACCP შესაბამისობისთვის)
-
სასურსათო ნედლეულისა და სურსათის ხარისხისა და უვნებლობისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს
-
როგორ განახორციელოთ სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება შედეგიანად და მოახდინოთ კონტროლის ღონისძიებების კატეგორიზაცია.
თქვენ დაგჭირდებათ:
-
წინამდებარე კურსზე დასასწრებად სპეციალური ცოდნა ან გამოცდილება არ მოითხოვება.
კურსის შემდგომი განვითარება
-
-
HACCP პრინციპები, ინტერპრეტაცია და გამოყენება
-
FSSC 22000:2017 v4.1 ინტერპრეტაცია და გათვითცნობიერება - სურსათის წარმოება
-
"ბიზნესის გაუმჯობესების" პროგრამები
-
FSMS Auditor/Lead auditor
-
სამუშაო ენა
-
ქართული
რეგისტრაცია
წინამდებარე კურსი განკუთვნილია მხოლოდ ორგანიზაციებში ჩასატარებლად.