top of page
EFQM Excellence Model
EFQM - Design for Excellence 

შედეგების ოპტიმიზაცია მენეჯმენტის სისტემის კომპონენტების ერთობლივი მუშაობით.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

მიმოხილვა

იმისათვის, რომ იყო საუკეთესო, არ შეიძლება ფოკუსირება მოახდინო მხოლოდ ერთ მიმართულებაზე. საჭიროა მოახდინოთ რესურსების გამოყენების და შესრულების ოპტიმიზაცია მთელს ორგანიზაციაში.

ყოველდღიურად ჩნდება ახალი პერსპექტივები, ახალი პროცესები, ან ინსტრუმენტები და მეთოდები, რომლებიც ეხმარება ორგანიზაციებს განვითარებაში: დაბალანსებული მაჩვენებლების სისტემა (BSC) წარმოადგენს ჩარჩოს KPI's-ის მონიტორინგისთვის; ISO 9001 იძლევა მტკიცე მენეჯმენტის სისტემას; Lean Management გვეხმარება შევამციროთ ნარჩენები და მოვახდინოთ პროცესების რაციონალიზაცია, ISO 26000 ადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოს, ....

მაგრამ, რამდენად შედეგიანად უთავსდება ეს განსხვავებული მიდგომები ერთმანეთს? არ იქნება უკეთესი გვქონდეს ერთი ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მენეჯმენტის სისტემის კომპონენტების ერთობლივ მუშაობაში, რათა მოვახდინოთ შედეგების ოპტიმიზაცია?

EFQM Excellence Model შემოღებულ იქნა "ხარისხის მენეჯმენტის ევროპის ფონდის" (EFQM) მიერ და წარმოადგენს გლობალურ ინსტრუმენტს, რათა შეფასდეს რამდენად შედეგიანად აყალიბებთ და ახორციელებთ დაინტერესებულ მხარეებზე ფოკუსირებულ სტრატეგიას.

რატომ EFQM Excellence Model ?

ისო 9001 სტანდარტის 2015 წლის ვერსია უკვე ხაზს უსვამს იმ ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის საქმიანობასა და დაინტერესებულ მხარეებზე.

მაგრამ, ისო 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტისგან განსხვავებით, EFQM Excellence Model აქცენტს აკეთებს მენეჯმენტის სისტემის ყველა ელემენტზე, როგორებიცაა უსაფრთხოება, ან სოციალური პასუხისმგებლობა, ან სხვა ელემენტები, რომელთა საშუალებით ორგანიზაციამ შეიძლება მიაღწიოს მდგრად უპირატესობას და სრულყოფილებას.

ჩვენი მოსახურება
გამოიყენეთ ტრენინგები

იხილეთ Lloyd's-ის ბიზნესის გაუმჯობესების ტრენინგები და სრულყავით თქვენი საქმიანობა.

მოითხოვეთ GAP ANALYSIS

თქვენი შანსი დაზოგოთ დრო და რესურსები!

არსებული მდგომარეობის ანალიზი გიჩვენებთ სხვაობას თქვენი ორგანიზიციის მენეჯმენტის სისტემასა და EFQM Excellence Model მოთხოვნებს შორის. შედეგად თქვენ მიიღებთ სამოქმედო გეგმას, რათა დანერგოთ სტანდარტის მოთხოვნა და მოემზადოთ სერთიფიკაციისთვის.

კონსულტაცია და დახმარება

ჩვენმა კონსულტანტებმა კლიენტებთან მრავალწლიანი მუშაობით გამოიმუშავეს მუშაობის უნიკალური მიდგომა და უნარ-ჩვევები. გაიგეთ, მეტი, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს.

გაიგეთ მეტი ჩვენი მომსახურების შესახებ

bottom of page