top of page
Image by Mika Ruusunen

ჩვენ შესახებ

 

„მენეჯმენტის სისტემებმა ორგანიზაციებს საშუალება უნდა მისცენ, ისწავლონ წარსულიდან, მართონ აწმყო და მოემზადონ მომავლისთვის.“

ISO Consulting წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების, ტრენერების და აუდიტორების ჯგუფს, სპეციალიზებულს მენეჯმენტის სისტემების სხვადასხვა დისციპლინებში.

ISO Consulting-ი გაეროს გლობალური შეთანხმების (UN global compact) მონაწილეა. აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

◼ 2004 წლიდან დღემდე, ჩვენს ადგილობრივ კონსულტანტებს დაუგროვდათ დიდი გამოცდილება ISO სტანდარტების დანერგვასა და სერთიფიკაციაში.
◼ 2012 წელს, დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, ჩამოყალიბდა საკონსულტაციო ორგანიზაცია - "ISO Consulting", რომელიც იმავდროულად გახდა ბრიტანული Lloyd’s-ის ოფიციალური პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზაციულ განვითარებას ტრენინგებისა და გამოცდილების გაზიარებით.
◼ 2013 წელს ჩვენ გავხდით პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია IRCA-ს მიერ დამტკიცებული ტრენინგების მშობლიურ (ქართულ) ენაზე მიწოდება. ტრენინგის პროგრამები შემუშავებულია დიდ ბრიტანეთში “Lloyd’s Register” (UK) მიერ. ტრენინგების მონაწილეთა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ჩვენი ტრენინგის მონაწილეების 100% კვლავ სიამოვნებით დაესწრება ჩვენს სხვა ტრენინგებს.
◼ ჩვენ წარმოვადგენთ პირველ ქართულ ორგანიზაციას, რომელმაც შეძლო CE ნიშანდების ყველაზე რთული პროექტის განხორციელება. 2014 წელს სამედიცინო სექტორში განვახორციელეთ CE ნიშანდება და ISO 13485 სერტიფიცირება სამედიცინო მოწყობილობის მწარმოებელი ქართული ორგანიზაციისათვის.
◼ 2016 წელს "ISO Consulting" გამორჩეულ იქნა USAID/REAP-ის მიერ APMA-ს 2014-1016 წლებში აგრარულ სექტორში მოღვაწე ორგანიზაციების ISO და HACCP სერთიფიკაციის საუკეთესო შედეგების მიღწევით და დაჯილდოვდა „წარმატების სერტიფიკატით“.
◼ 2017 წელს, ადგილობრივი კადრები გადავამზადეთ აუდიტორებად, რომლებიც გახდნენ აკრედიტებული საერთაშორისო სასერთიფიკაციო ორგანოების კონტრაქტორი აუდიტორები, რომლებმაც უკვე მრავალ ორგანიზაციაში წარმატებით ჩაატარეს ISO 9001, ISO 22000, HACCP, FSSC 22000 და ISO 45001 აუდიტები.
◼ 2018 წელს, „ISO Consulting“-მა პირველად განახორციელა სერვისის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. ჩვენი პირველი პროექტი ექსპორტზე შედგა თეირანში, სადაც განვახორციელეთ GlobalG.A.P.-ის დანერგვა სასათბურე მეურნეობაში.
◼ 2019 წელს "ISO Consulting"-მა შეძლო სურსათის ხარისხის და უვნებლობის ყველაზე მაღალი დონის სტანდარტების ტრენინგის კურსების მომზადება და USAID-ის თანადაფინანსებით გავხდით IFS-ის და BRCGL-ის ავტორიზებული
ტრენინგ პროვაიდერი
.
◼ 2020 წელს "ISO Consulting"-მა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „Land O’Lakes Venture37“ დაკვეთით განახორციელა ქვეყანაში სურსათის ხარისხის და უვნებლობის გასაუმჯობესებლად მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც HACCP აუდიტორებად გადამზადდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს (NFA) 154 თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.
◼ 2021 წელს ჩვენ გადავამზადეთ 4 წამყვანი აუდიტორი BRCGS სტანდარტის შესაბამისად, რომლებსაც შეუძლიათ BRCGS აუდიტების ჩატარება. ამავდროულად, ოთხივე თანამშრომელმა წარმატებით დაასრულეს "BRC Professional" პროგრამა და მიენიჭათ შესაბამისი ავტორიზაცია.
◼ 2021 წლის დასაწყისში ISO Consulting შერჩეულ იქნა „გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის“ - UNIDO-ს მიერ, როგორც კომპეტენტური და სტაბილური ტრენინგ პროვაიდერი, შედეგად ჩვენ მოგვენიჭა უფლება დაგვეწყო UNIDO-ს ენერგო-ეფექტურობის სისტემის დანერგვა ქართულ ორგანიზაციებში.
◼ 2021 წელს პირველად საქართველოში, ჩვენ შევიმუშავეთ ინოვაციური „HACCP ქოუჩის პროგრამა HoReCa სექტორისთვის“, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს თვითონ შეიმუშაონ და დანერგონ HACCP სისტემა, რომელიც მოითხოვება კანონმდებლობით. ამავდროულად, დააგროვონ საჭირო ცოდნა HACCP სისტემის შესანარჩუნებლად. 2002 წელს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „Land O’Lakes Venture37“ დაკვეთით, განმეორებით დავიწყეთ „სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომლების გადამზადება HACCP აუდიტორებად.

◼ 2022 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობის ფარგლებში შევიმუშავეთ ვორკშოპი "HACCP სისტემის დანერგვა HoReCa სექტორში", რომელშიც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეული კომპანიის 53-მა მონაწილემ.

◼ 2023 წლის 5 ივლისს კომპანია ISO Consulting-ი გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN global compact) შეუერთდა. აღნიშნული გლობალური გაერთიანება 2000 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მიზნად ისახავს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

◼ 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ჩვენ ვემსახურებით 145+ ორგანიზაციას.

Abstract Architecture

ჩვენი მისია, ხედვა და მიზნები

ჩვენი მისიაა - საზოგადოებაში დავამკვიდროთ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების, მეცნიერების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენი ხედვაა - ჩვენი ​ყოველდღიური საქმიანობით შევქმნათ დამატებითი ფასეულობა ჩვენი კლიენტებისთვის, რათა მუდმივად გავაუმჯობესოთ მიწოდების ჯაჭვი და ამაღლდეს პროდუქციის და მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება და საიმედოობა.

ჩვენი მიზანია - ვუზრუნველყოთ ჩვენი მომხმარებლები თანამედროვე ბიზნეს სამყაროში წარმატებული ოპერირებისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტით, ცოდნითა და გამოსავალით, რათა მათ მიაღწიონ წარმატებას.

შესრულებული პროექტები

bottom of page